მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 4:13

12. ვინაჲცა სიკუდილი ჩუენ თანა შეიქმნების, ხოლო ცხორებაჲ - თქუენ შორის.13. ხოლო გუაქუს ჩუენ იგივე სული სარწმუნოებისაჲ, ვითარცა წერილ არს: მრწმენა მე, რომლისათჳსცა ვიტყოდე, და ჩუენცა გურწამს, რომლისათჳსცა ვიტყჳთ.14. ესე უწყით, რამეთუ რომელმან აღადგინა უფალი იესუ, ჩუენცა იესუჲს მიერ აღმადგინნეს, წარმადგინნეს თქუენ თანა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 4
13. ხოლო გუაქუს ჩუენ იგივე სული სარწმუნოებისაჲ, ვითარცა წერილ არს: მრწმენა მე, რომლისათჳსცა ვიტყოდე, და ჩუენცა გურწამს, რომლისათჳსცა ვიტყჳთ.
თავი ვ̂. უძლურებისათჳს ჴორცთაჲსა და განძარცუვისა მათისა და კუალად შემოსისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო გუაქუს ჩუენ იგივე სული სარწმუნოებისაჲ, ვითარცა წერილ არს: მრწმენა მე, რომლისათჳსცა ვიტყოდე, და ჩუენცა გურწამს, რომლისათჳს ვიტყჳთ (4,13).:

თარგმანი: ზემო აღსაარებულად ქადაგა საიდუმლოჲ აღდგომისაჲ, ხოლო აქა სიმტკიცისათჳს სასოებისა შემოიღებს წამებად ას და მეათხუთმეტესა ფსალმუნსა, რომელი-იგი საუკუნოჲთა სასოებითა აღსავსემან დავით ესევითართავე ჭირთა ზედა-დართვასა შინა აღწერა, შემმატებელად სასოებისა ყოველთა ძჳრხილულთა. ხოლო ამან აწ იჴუმია, ვითარცა მისვე მეუფისა თანამბრძოლებითა ესევითართა ყოველთაგან განრომილმან.

ფსალმუნი 115-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ღვთის აღთქმათა რწმენით მიღება:

...ფსალმ 115:1).

1. ღვთის აღთქმათა რწმენით მიღება

ამ გამონათქვამის გახსენებით ნეტარი პავლეც ამგვარად ამბობს: „ხოლო გუაქუს ჩუენ იგივე სული სარწმუნოებისაჲ, ვითარცა წერილ არს: მრწმენა მე, რომლისათჳსცა ვიტყოდე, და ჩუენცა გურწამს, რომლისათჳსცა ვიტყჳთ.“ (). ამრიგად, აუცილებელია, ჯერ ვთქვათ, როგორ გამოიყენა იგი მოციქულმა და რის შესახებ ჰქონდა მას სიტყვა. რადგან ამ გზით აქედან წინასწარმეტყველური სიტყვაც ჩვენთვის ნათელი გახდება. სხვაგვარადაც, ეს საუკეთესო სწავლებაა: სიტყვის კავშირი არ უნდა მოვკვეთოთ, არც მისი ნაწილი ავიღოთ და მხოლოდ მას ჩავუჯდეთ, არამედ თხრობა თავიდან უნდა დავიწყოთ. მაშ, რა საკითხზე საუბრისას გაიხსენა პავლემ ეს წინასწარმეტყველური ხმა? აღდგომასა და მომავალი სიკეთეების მიღებაზე, რომლებიც ყველანი სიტყვასაც აღემატება, გულისხმასაც და გონებასაც. ვინაიდან ყოველივე სიტყვას აღემატებოდა და მათი განმარტებაც შეუძლებელი იყო, ხოლო მისაღებად რწმენა იყო საჭირო, რ...

სრულად ნახვა
ესაიას განმარტება, თავი 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4.:

...5. პავლემაც მართებულად აიღო ეს გამონათქვამი, უფრო დიდ საქმეებზე გაავრცელა და თქვა: „ხოლო გუაქუს ჩუენ იგივე სული სარწმუნოებისაჲ, ვითარცა წერილ არს: მრწმენა მე, რომლისათჳსცა ვიტყოდე, და ჩუენცა გურწამს, რომლისათჳსცა ვიტყჳთ“ (). რადგან თუ ძველ საქმეთა შესაცნობადაც რწმენა იყო საჭირო, რომლებიც ახალი აღთქმის საქმეებს იმდენად ჩამორჩება, რამდენადაც მიწა ცას, მით უფრო საჭიროა რწმენა ასეთი მაღალი რწმენითი სწავლებების შესაცნობად, რომლებიც არასოდეს არავის გონებაშიც კი არ მოსვლია. სწორედ ამას თვითონაც აჩვენებდა, როცა ამბობდა: „რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა“ (). „და შესძინა უფალმან სიტყვად აქაზისსა მეტყუელმან: ითხოვე თავისა შენისა სასწაული უფლისა მიერ ღმრთისა შენისა, სიღრმედ მიმართ, ანუ სიმაღლედ მიმართ“ (). ახაზის პას...

სრულად ნახვა