მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 4:1

1. ამისთჳს მაქუს ჩუენ მსახურებაჲ ესე, ვითარცა შევიწყალენით და არა გუეწყინების,2. არამედ განვიშორენით დაფარულნი იგი სირცხჳლისანი და არა ვალთ ჩუენ ვერაგობით, არცა ვზაკუავთ სიტყუასა ღმრთისასა, არამედ განცხადებულებითა ჭეშმარიტებისაჲთა წარუდგინებთ თავთა თჳსთა ყოვლისა მიმართ გონებისა კაცთაჲსა წინაშე ღმრთისა.
2 კორინთელთა მიმართ თავი 4
1. ამისთჳს მაქუს ჩუენ მსახურებაჲ ესე, ვითარცა შევიწყალენით და არა გუეწყინების,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 63. „არარაჲ იცოდა მესაპყრობილეთმთავარმან მან არცა ერთი რაჲ იოსებისათჳს" (დაბ 39:23)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. მოთმინება ჭირთა შინა და სასოება ღვთისა:

...ად, მოგების მოლოდინში არაფერ მძიმეს არ გრძნობენ, — ასევე ჩვენც უნდა გვიხაროდეს და ვმხიარულობდეთ, ამგვარი გზით დაგროვებულ სიმდიდრესა და სულიერ შემოსავალზე ვფიქრობდეთ და — არა ხილულს, არამედ უხილავს ვუმზერდეთ, როგორც პავლე გვარიგებს და ამბობს: „რამეთუ არა ვხედავთ ჩუენ ხილულსა ამას, არამედ უხილავსა მას" (). რწმენა სწორედ იმაში მდგომარეობს, როცა არ ვკმაყოფილდებით მხოლოდ იმით, რასაც ხორციელი თვალებით ვხედავთ, არამედ გონების თვალებით უხილავს ვჭვრეტთ. და ეს უფრო სარწმუნოდ უნდა მივიჩნიოთ, ვიდრე ის, რასაც ხორციელი თვალებით ვხედავთ. ასე იყო ღვთის სათნო პატრიარქი, რომელმაც ღვთის აღთქმა ირწმუნა და ბუნებისა და ყველა ადამიანური ფიქრის ზემოთ ავიდა; და ეს „შეერაცხა მას სიმართლედ" (). იცოდე, რომ „სიმართლე" სწორედ ღვთის სიტყვების რწმენაში მდგომარეობს. როცა ის თავის აღთქმებს გამოთქვამს, ნუ განიხილავ, გთხოვ, ადამიანური მსჯელობით, არამედ, ჩვეულებრივ ზრახვებს აღემატე და მტკიცედ ესავდე აღმთქმელის ყოვლისშემძლეობას. ასე იყო ღვთის სათნო ყოველი მართალი კაცი. ასე საკვირველი ეს იოსებიც, როცა სიზმრების შემდეგ ასეთი დიდი გამოცდები წამოიჭრა, არ შეშფოთებულა, არ მიცემია შიშს; არამედ სულის სიმტკიცით ყოველივეს მ...

სრულად ნახვა
საუბარი 25. „ხოლო ნოე იყო წელისა ექუსასისაჲ" (დაბ 7:6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
7. სათნოების ღვაწლისა და საუკუნო ჯილდოს შესახებ:

...კადნიერებას გვანიჭებს, ოღონდ ამ ქვეყნიერების მოძღვრის (მოციქული პავლეს) შეგონებას მივყვეთ. იფიქრე, საყვარელო: ის, რაც აქ ჩვენ გვემართება, თუმცა სამწუხაროა, მაგრამ ხანმოკლეა; ხოლო სიკეთენი, რომლებიც იქ გველოდებიან, დაუსრულებელი და საუკუნოა. „რამეთუ ხილული ესე საწუთრო არს, ხოლო არა-ხილული იგი საუკუნო" (). ამრიგად, დროებითი კეთილგანწყობით ავიტანოთ და სათნოების ღვაწლს ნუ ავარიდებთ თავს, რათა საუკუნო და უცვალებელი სიკეთენი ვიგემოთ, რომელთა ღირსნიც ყველანი გავხდეთ — ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

სრულად ნახვა
საუბარი 10. „და შექმნა ღმერთმან კაცი, მიწისაგან მიწისა" (დაბ 1:27)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. სათნოების მრავალი გზა:

...ებობას ვამჩნევთ, მით უმეტეს, როცა მარხვის წამალს არ გამოვიყენებთ, ამ საქმეთა მიმართ მეტ დაუდევრობას გამოვიჩენთ. ამის გაგონილნი, თქვენ, ვისაც მარხვის ძალა გაქვთ, ამ კეთილ და საქებელ მოშურნეობას უფრო გაუძლიერეთ, გთხოვთ. „დაღათუ გარეშე ესე კაცი ჩუენი განიხრწნების, არამედ შინაგანი განახლდების დღითი დღედ" (). მარხვა სხეულს დაამდაბლებს და უწესრიგო გულისთქმათა სადავეს მოქაჩავს, ხოლო სულს კი გაანათლებს, აფრთიანებს, მსუბუქსა და მაღალმფრინავს გახდის. რაც შეეხება თქვენს ძმებს, რომლებსაც ხორციელი სისუსტის გამო მარხვის ძალა არ აქვთ, მათ დაარწმუნეთ, რომ ამ სულიერ საზრდოს არ ივიწყებდნენ, ასწავლეთ, ჩვენგან გაგონილი გადაეცით და აჩვენეთ, რომ ამ სწავლებათა მოსმენის უღირსი არ არის ის, ვინც ზომიერად ჭამს და სვამს, არამედ უზრუნველი და სიამოვნებებს მიცემული ადამიანი. მოციქულის სიტყვებიც შეახსენეთ: „რომელი ჭამს, უფლისად ჭამს, რამეთუ ჰმადლობს ღმერთსა; და რომელი არა ჭამს, უფლისადვე არა ჭამს, და ჰმადლობს ღმერთსა" (). ამრიგად, მარხულიც ღმერთს მადლობს იმისთვის, რომ მარხვის შრომის ატანის ძალა ჰქონდა; ჭამელიც ღმერთს მადლობს, რადგან ეს არაფრით ავნებს მისი სულის ცხონებას, ოღონდ ისურვოს. კაცთმოყვარემ ღმერთმა უთვ...

სრულად ნახვა
საუბარი 1. შეგონებითი სიტყვა დიდი მარხვის დადგომისას
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. მარხვა — სულის საზრდელი:

...და მრავალი სარგებელი მოაქვს სულისთვის. ამიტომ გევედრებით, საყვარელნო, მარხვის სარგებელი იცით რა, დაუდევრობით არ დაკარგოთ იგი, და მისი დადგომისას არ იწუხებდეთ, არამედ იხაროდეთ და მხიარულობდეთ, ნეტარი პავლეს სიტყვების თანახმად: „დაღათუ... გარეშე ესე კაცი ჩუენი განიხრწნების, არამედ შინაგანი განახლდების" (). მართლაც, მარხვა სულის საზრდელია, და როგორც ხორციელი საზრდელი სხეულს ასუქებს, ისე მარხვა სულს აძლიერებს, მსუბუქ ფრენას ანიჭებს, სიმაღლეზე ასვლისა და ზეციურზე ფიქრის უნარს აძლევს, და აწმყო ცხოვრების სიამოვნებათა და სიტკბოებათა ზემოთ აყენებს. როგორც მსუბუქი ხომალდები უფრო სწრაფად გადაცურავენ ზღვას, ხოლო მძიმე ტვირთით დატვირთულნი იძირებიან, ისე მარხვაც, ჩვენს გონებას მსუბუქს ხდის რა, ეხმარება სწრაფად გაცუროს ამ ცხოვრების ზღვა, ცისკენ და ზეციურისკენ მისწრაფდეს, აწმყოს არ დააფასოს, არამედ ჩრდილზე და სიზმარზე უფრო ნაკლებად მიიჩნიოს. პირიქით, ლოთობა და ღორმუცლობა, გონებას ამძიმებს რა და სხეულს ასუქებს, სულს ტყვედ აქცევს, ყოველი მხრიდან ტალღებით არტყამს და მტკიცე საფუძველს მსჯელობაში აღარ უტოვებს, კლდეებზე ატარებს და საკუთარი ცხონების საზიანოდ ყველაფერს აკეთებინებს. ნუ ვიქნებით, საყვარელნო, უზრუნველნი ჩვენი ცხონების მოწყობაში, არამედ,...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პა
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პა ძჳრუჴსენებლობისათჳს:

...წავიეს, ვითარმედ საწუთროჲ ესე ვითარცა „ყუავილი თივისაჲ“ ; შერაცხილ არს? უკუეთუ ტანჯოსცა და დილეგად მისცეს, უსწავიეს მას, ვითარმედ: „დაღაცათუ გარეშე კაცი განირყუნების, არამედ შინაგანი განახლდების“; და ვითარმედ: „ჭირმან გამოცდილებაჲ ქმნის“.

ჰხედავა, ვითარსა საზომსა მიაწევს ღმრთისმოყუარესა მას მოთმინებაჲ? განაახლებს და განანათლებს.

ამისთჳს გევედრები, ნუ ვავნებთ და მოვაუძლურებთ სულთა ჩუენთა ძჳრის-ჴსენებითა; რამეთუ ესე არა მედგრობისაგან მოყუსისა იქმნების, არამედ უკეთურებისაგან ჩუენისა და უძლურებისა.

აწ უკუე, ძმანო, გინა თუ გუაგინოს ვინ, გინა თუ გუცეს, გინა თუ წარიტაცოს ჩუენი, გინა თუ სხუაჲ რაჲმე ძჳრი შეგუამთხჳოს, ნუ განვრისხნებით, არამედ უფროჲსად მისთჳს ვცრემლოდით, რომელ სულსა თჳსსა ავნებს იგი. მიუტევნეთ შეცოდებანი მოყუსისანი, რაჲთა ჩუენცა ვპოოთ შენდობაჲ ცოდვათაჲ ღმრთისაგან და საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შევედით იწროჲსაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაჲ, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას. ვითარ-იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა, და მცირედ არიან მავალნი მას შინა“ (7,13-14).:

...ქად სახელ-სდვა კეთილისა მისთჳს ნებისა მოღუაწეთაჲსა და სასოებისა მისთჳს მერმეთა კეთილთაჲსა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „საწუთროჲ ესე მცირე ჭირი ჩუენი გარდარეულსა დიდებასა შეიქმს ჩუენთჳს, რამეთუ არა ვხედავთ ჩუენ ხილულსა მას, არამედ არახილულსა; რამეთუ ხილული ესე საწუთროჲ არს, ხოლო არახილული იგი საუკუნე არს“.

და ჭეშმარიტად ესე ესრეთ არს, რომელსა შინა არა არს ცილობაჲ, არცა იჭჳ. აწ უკუე გულისჴმა-ვყოთ, უკუეთუ მენავეთა ღელვანი ზღუათანი და სიმძაფრენი ნიავქართანი, და მჴედართა წყლულებანი და სიკუდილნი, და მუშაკთა ნეფხვანი და ზამთარნი, და თეატრონისა მბრძოლთა დაბძარვანი ჴორცთა მათთანი ადვილ უჩნს და სუბუქ სასოებისა მისთჳს ნიჭთა და პატივთა მეფისა ამის მოკუდავისათა, გინა ნაყოფთათჳს განხრწნადთა, გინა საფასეთათჳს წარმავალთა, რამეთუ ამათ ყოველთა ნაცვალი შრომათა და ჭირთა მათთაჲ საწუთრო არს და წარმავალ, რავდენ უმეტესად სათნოებისა მუშაკთა და მოსაგრეთა ზეცისა მეუფისათა უჴმს არარად შერაცხვაჲ შრომათა და ოფლთა ამათ მცირედ ჟამისათა, ვინაჲთგან იციან, ვითარმედ მოსაგებელად მათდა განწესებულ არს სასუფეველი ცათაჲ და კეთილნი იგი მიუთხრობელნი და ნიჭნი წარუვალნი.

ხოლო უკუეთუ ამას ყოველსა ზედა ჯერეთ საჭირო ვიეთმე უჩნს კე-თილი იგი და სანატრელი გზაჲ და საწყინო, მათი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ივ რაჲთა მოსწრაფე ვიყვნეთ დამარხვად მცნებათა ქრისტესთა:

...0-21) ხოლო შრომათათჳს და ჭირთა ღმრთისმსახურებისათა მარადის მოქადულ არს და მოხარულ, რამეთუ უწყის, ვითარმედ აღსასრული მათი ცხორებაჲ საუკუნოჲ არს. ამისთჳს ღაღადებს: „რამეთუ საწუთროჲ ესე მცირე ჭირი ჩუენი გარდარეულსა დიდსა დიდებასა შეიქმს ჩუენთჳს“.

ამისთჳს მეცა გლოცავ თქუენ, საყუარელნო, განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგანვე შეგინებისა ჴორცთაჲსა და სულისა და აღვასრულებდეთ სიწმიდესა შიშითა ღმრთისათა; შემდგომსა მას დავივიწყებდეთ და წინასა მივსწუთებოდით და კრძალულებით ვსდევდეთ გჳრგჳნსა მას ზეცისა ჩინებისასა, რაჲთა ღირს ვიქმნეთ მიმთხუევად მისა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა