მოციქულისაჲ: რაჲ გნებავს? კუერთხითა მოვიდე თქუენდა ანუ სიყუარულითა, სულითა მშჳდობისაჲთა? (4,21).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ თქუენსა ჴელმწიფებასა შინა არს, გინა თუ უდებებითა რისხვად აღმძრათ, ვითარცა პეტრე — ანანია და საპფირა, და ვითარცა ელჳმა — მე, გინა თუ სიყუარულად, მოსწრაფებითა თქუენითა.
