მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 5:8

7. განწმიდეთ უკუე ძუელი იგი ცომი, რაჲთა იყვნეთ ახალ თბე, ვითარცა-ეგე ხართ უცომო, რამეთუ ზატიკად ჩუენდა, ჩუენთჳს დაიკლა ქრისტე.8. რაჲთა ვზატიკობდეთ არა ცომითა მით ძუელითა, არცა ცომითა მით სიბოროტისა და უკეთურებისაჲთა, არამედ უცომოებითა მით სიმართლისა და ჭეშმარიტებისაჲთა.9. მოვწერე თქუენდა წიგნსა ამას შინა: ნუ თანა-აღერევით მეძავთა;
1 კორინთელთა მიმართ თავი 5
8. რაჲთა ვზატიკობდეთ არა ცომითა მით ძუელითა, არცა ცომითა მით სიბოროტისა და უკეთურებისაჲთა, არამედ უცომოებითა მით სიმართლისა და ჭეშმარიტებისაჲთა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუმცა გეცნა, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი, არამცა დასაჯენით უბრალონი. რამეთუ უფალ არს ძე კაცისაჲ შაბათისაცა“ (12,7-8).:

...(შდრ. ლუკ. 6,36) ხოლო დღესასწაულობად არა ერთსა დღესა შინა გჳბრძანა, არამედ ყოველთავე დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.

ამისთჳს იტყჳს მოციქული: „ამიერითგან ვზატიკობდეთ ნუ ცომითა მით ძუელითა, ნუცა ცომითა სიბოროტისა და უკეთურებისაჲთა, არამედ უცომოჲთა მით სიმართლისა და ჭეშმარიტებისაჲთა“.

არცა კუალად ერთსა შეგუაყენნა ადგილსა ლოცვად და კიდობანსა წინაშე დგომად შჯულისა და ტაბლასა ოქროჲსასა, არამედ ღირს-გუყვნა ყოველთა მეუფისა გულთა შინა ჩუენთა ქონებად და ყოველსა ჟამსა და ყოველსა ადგილსა სიტყუად მისა მიმართ, შეწირვითა უსისხლოჲსა მის მსხუერპლისაჲთა, ლოცვითა, წიგნის-კითხვითა, მოწყალებითა და ყოვლითურთ დამკჳდრებითა მისითა ჩუენ შორის, რაჲთა მას მხოლოსა ვიწურთიდეთ, მარადის მას ვხედვიდეთ თუალითა სულისაჲთა, მისსა მას შუენიერებასა განვიცდიდეთ, მის თანამზრახვალ ვიყვნეთ, მისა გუსუროდის.

ხოლო რომელთა ესევითარი აქუნდეს ცხორებაჲ, და მოქალაქობაჲ მა-თი ზეცათა შინა იყოს, და ესრეთ მარადის დღესასწაულობდენ სულითა, მცნებათაებრ ქრისტესთა, მათდა რადღა საჴმარ იყოს შაბათობაჲ იგი ძუელისა მის შჯულისაჲ?

სწავლაჲ ლთ ვითარმედ ესე არს ჭეშმარიტი დღესასწაულობაჲ: განშორებაჲ ბოროტთაგან და ქმნაჲ სათნოებისაჲ

აწ უკუე, ღმრთისმოყუარენო, ჩუენცა ვდღესა...

სრულად ნახვა