მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 5:7

6. არა კეთილ არს სიქადული ეგე თქუენი; არა უწყითა, რამეთუ მცირემან ცომმან ყოველივე შესუარული აღაფუვნის?7. განწმიდეთ უკუე ძუელი იგი ცომი, რაჲთა იყვნეთ ახალ თბე, ვითარცა-ეგე ხართ უცომო, რამეთუ ზატიკად ჩუენდა, ჩუენთჳს დაიკლა ქრისტე.8. რაჲთა ვზატიკობდეთ არა ცომითა მით ძუელითა, არცა ცომითა მით სიბოროტისა და უკეთურებისაჲთა, არამედ უცომოებითა მით სიმართლისა და ჭეშმარიტებისაჲთა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 5
7. განწმიდეთ უკუე ძუელი იგი ცომი, რაჲთა იყვნეთ ახალ თბე, ვითარცა-ეგე ხართ უცომო, რამეთუ ზატიკად ჩუენდა, ჩუენთჳს დაიკლა ქრისტე.
თავი ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: განწმიდეთ ძუელი იგი ცომი (5,7).:

თარგმანი: "ძუელად ცომად" სახელ-სდვა ესევითარისა ბოროტისა მოქმედთა, და ყოვლისავე ცოდვისა საქმესა. ხოლო "ძუელ" ამისთჳს არიან ესევითარნი, რამეთუ დამჟავებულ და დამპალ არიან ცოდვისა მიერ, და რამეთუ ქრისტეს მიერ ყოველნი ახალნი დაბადებულნი ვართ, ხოლო ცოდვაჲ ოდენ არს ძუელ, და ყოველნი მოქმედნი მისნი.

თავი ბ̂. მეძავთა მიმართ და სიძვისა, და რომელნი ამათ ეზიარებოდინ გინა თანა-აღერეოდინ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: განწმიდეთ უკუე ძუელი იგი ცომი, რაჲთა იყვნეთ ახალ თბე, ვითარცა-ეგე ხართ უცომო (5,7).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: განწმიდეთ ვიეთიმე ცოდვისა დაძუელებულებაჲ, რაჲთა ზოგად ყოველნი იყვნეთ ახალ თბე, რაჟამს არცა ერთსა ვის თქუენგანსა აქუნდეს დაყროლებულებაჲ ცოდვისაჲ, ხოლო ცოდვამან დაგუაძუელნა, ხოლო ქრისტემან განგუაახლნა. ამისთჳს ჩუეულებაჲ აქუს წერილსა, რაჲთა ძუელად კაცად უწოდდეს ცოდვასა, ხოლო ახლად — ქრისტეს მიერ განახლებულსა და ცოდვათაგან განთავისუფლებულსა. ვითარ-ესე აწ მოციქული ეტყჳს ვითარმედ: "ხართ უცომო", რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ მცირედნი და არა მრავალნი იყვნეს მათ შორის მიდრეკილნი ცოდვასა. ამისთჳს მათდაცა განწმედად ამცნებს, რაჲთა ზოგად უცომო იყვნენ და თავისუფალ ცოდვისაგან.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის