მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 5:13

12. რამეთუ რაჲ ძეს ჩემი და გარეშეთა მათ განკითხვაჲ? ანუ არა შინაგანნი იგი თქუენ განიკითხნეთა?13. ხოლო გარეშენი იგი ღმერთმან განიკითხნეს; და მოსპოთ უკეთური იგი შორის თქუენსა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 5
13. ხოლო გარეშენი იგი ღმერთმან განიკითხნეს; და მოსპოთ უკეთური იგი შორის თქუენსა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნზ ვითარმედ ჯერ-არს სივლტოლაჲ ბოროტთაგან:

...ვას მათიცა განმართებაჲ და ჩუენი არა ვნებაჲ, კეთილ არს ესე, და თანაგუაც ამისი ქმნაჲ. უკუეთუ კულა იგინი იყვნენ უკურნებელ და მოუდრეკელ და ჩუენ გუავნებდენ, კეთილ არს მაშინ მოკუეთაჲ მათი ჩუენგან, და მრავალგზის ამით საქმითა უფროჲსად ერგის მათ. ამისთჳსცა მოციქული იტყოდა: „აღმოფხუართ უკეთურებაჲ თქუენგან“; და კუალად, ვითარმედ: „რაჲთა აღმოიფხურას თქუენგან, რომელმან ესე საქმჱ ქმნა“, რამეთუ ბოროტ არს ბოროტთა თანა ერთობაჲ, რამეთუ ვერცა ერთი სენი შემძლებელ არს ესრეთ შეხებად მახლობელთა მისთა, ვითარ ბოროტთა კაცთა თანა ყოფაჲ მავნებელ არს, რამეთუ „განხრწნიან წესი კეთილი ზრახვათა ბოროტთა“. ნუმცა ვის აქუს უკუე მეგობარი ბოროტი. ხოლო უკუეთუ ძენიცა უკეთურნი გუესხნენ, განვაგდოთ და არა ვჰრიდებდეთ ბუნებასა, არცა შჯულსა ბუნებისასა და შვილობისასა, არა უფროჲსად მეგობართაგან ჯერ-არსა სივლტოლაჲ, უკუეთუ ბოროტნი იყვნენ? რამეთუ დაღაცათუ ერთიცა ვნებაჲ არა შემოგუეხოს მათგან, არამედ ბოროტსა იჭუსა ვერ განვერნეთ, რამეთუ გარეგანნი იგი არცა ცხორებასა გამოეძიებენ, არამედ თანამყოფთაგან განგჳკითხვენ. ამას ყოველთავე ვამცნებ, რამეთუ ჯერ-არს განზრახვ...

სრულად ნახვა