...ოდა, ვითარმედ: „უკუეთუ ვინმე გცეს ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ ერთკერძოჲცა“, არამედ იგი სიტყუაჲ გარეშეთათჳს თქუა, ესე იგი არს, უცხოთათჳს და გარეგანთა წესისა ჩუენისათა, ვითარცა პავლე მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „რაჲ ძეს ჩემი გარეშეთა მათ განკითხვაჲ?“ გარეშედ სახელ-სდვა გინა თუ წარმართთა, გინა თუ კაცთა უცხოთა წესისა და განგებისა ჩუენისაგან; მათა მიმართ მოთმინებისა ხოლო გჳღირს ჩუენებად. ხოლო აწ ძმათა და მოყუარეთათჳს იტყჳს და თანაზიართა წესისა ჩუენისათა, რამეთუ ესევითართა მათ მხილებადცა გჳბრძანებს სიყუარულისა წესითა და მათისაცა სულიერისა ცთომისა განმართებად, ვითარცა კუალად იტყჳს მოციქული პირველთქუმულსა მას სიტყუასა თანა: „ანუ არა შინაგანნი იგი თქუენ განიკითხნეთ? ხოლო გარეშენი იგი ღმერთმან განიკითხნეს“. (1 კორ. 5, 12-13) შინაგანად ძმათა და მოყუასთა ჩუენთა სახელსდვა, რომელთა სულიერიცა მოღუაწებაჲ თანაგუაც. ამათ ესევითართა ძმათა და მოყუასთათჳს იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ შეგცოდოს ძმამან შენმან, მივედ და ამხილე“ სიტყჳთა სიმშჳდისაჲთა, „რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ“, რამეთუ მრავალგზის თავით თჳსით კაცმან ვერ გულისჴმა-ყვის და მხილებითა მოყუსისაჲთა მოვიდის მეცნიერებად. ვინ იყ...
1 კორინთელთა მიმართ 5:12
11. ხოლო აწ მივწერე თქუენდა: ნუ თანა-აღერევით, უკუეთუ ვინმე ძმაჲ სახელდებულ იყოს მეძავ ანუ ანგაჰრ, გინა კერპთ-მსახურ, გინა მაგინებელ, გინა მომთრვალე, ანუ მტაცებელ; ესევითარისა მის თანა არცაღა ჭამად.12. რამეთუ რაჲ ძეს ჩემი და გარეშეთა მათ განკითხვაჲ? ანუ არა შინაგანნი იგი თქუენ განიკითხნეთა?13. ხოლო გარეშენი იგი ღმერთმან განიკითხნეს; და მოსპოთ უკეთური იგი შორის თქუენსა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 5