მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 5:1

1. ყოვლადვე ისმის, რაჲსა თქუენ შორის სიძვაჲ და ეგევითარი სიძვაი, რომელ არცა თუ წარმართთა შორის სახელ-ედების, ვითარმცა მამის ცოლი ვისმე ცოლად ესუა.2. და თქუენ განლაღებულ ხართ და არა უფროჲსად იგლოვეთ, რაჲთა მოისპოს თქუენ შორის, რომელმან საქმე ესე ქმნა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 5
1. ყოვლადვე ისმის, რაჲსა თქუენ შორის სიძვაჲ და ეგევითარი სიძვაი, რომელ არცა თუ წარმართთა შორის სახელ-ედების, ვითარმცა მამის ცოლი ვისმე ცოლად ესუა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნზ ვითარმედ ჯერ-არს სივლტოლაჲ ბოროტთაგან:

...ვას მათიცა განმართებაჲ და ჩუენი არა ვნებაჲ, კეთილ არს ესე, და თანაგუაც ამისი ქმნაჲ. უკუეთუ კულა იგინი იყვნენ უკურნებელ და მოუდრეკელ და ჩუენ გუავნებდენ, კეთილ არს მაშინ მოკუეთაჲ მათი ჩუენგან, და მრავალგზის ამით საქმითა უფროჲსად ერგის მათ. ამისთჳსცა მოციქული იტყოდა: „აღმოფხუართ უკეთურებაჲ თქუენგან“; და კუალად, ვითარმედ: „რაჲთა აღმოიფხურას თქუენგან, რომელმან ესე საქმჱ ქმნა“, რამეთუ ბოროტ არს ბოროტთა თანა ერთობაჲ, რამეთუ ვერცა ერთი სენი შემძლებელ არს ესრეთ შეხებად მახლობელთა მისთა, ვითარ ბოროტთა კაცთა თანა ყოფაჲ მავნებელ არს, რამეთუ „განხრწნიან წესი კეთილი ზრახვათა ბოროტთა“. ნუმცა ვის აქუს უკუე მეგობარი ბოროტი. ხოლო უკუეთუ ძენიცა უკეთურნი გუესხნენ, განვაგდოთ და არა ვჰრიდებდეთ ბუნებასა, არცა შჯულსა ბუნებისასა და შვილობისასა, არა უფროჲსად მეგობართაგან ჯერ-არსა სივლტოლაჲ, უკუეთუ ბოროტნი იყვნენ? რამეთუ დაღაცათუ ერთიცა ვნებაჲ არა შემოგუეხოს მათგან, არამედ ბოროტსა იჭუსა ვერ განვერნეთ, რამეთუ გარეგანნი იგი არცა ცხორებასა გამოეძიებენ, არამედ თანამყოფთაგან განგჳკითხვენ. ამას ყოველთავე ვამცნებ, რამეთუ ჯერ-არს განზრახვ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „შობილი იგი ჴორცთაგან ჴორცი არს, და შობილი იგი სულისაგან სული არს“ (3,6).:

...ეთუ ჩუენ არა თუ ოდენ ნიჭთა არა ღირს ვიყვენით, არამედ უფროჲსად დიდ-თა სატანჯველთაჲ ღირს იყო მოწევნაჲ ჩუენ ზედა. არამედ მან არა თუ ბოროტთაგან ოდენ განგუათავისუფლნა, არამედ კეთილთაცა ესევითართა ღირს-მყვნა და ახალი დაბადებული ქმნა ჩუენთჳს, ვითარცა იტყჳს პავლე: „რომელიცა არს ქრისტეს მიერ, ახალი დაბადებული“. ისმინე მისი, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისა მიერ და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“. რამეთუ ჩუენ არცა ქუეყანისასა ღირს ვიყვენით, ხოლო მან ცანიცა მოგუცნა; ერთისა ხისა არაჭამაჲ ვერ შევიკრძალეთ, და მან სასუფეველი ცათაჲ მოგუცა.

სამართლად იტყოდა პავლე მოციქული, ვითარმედ: „ჵ სიღრმჱ სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ!“ რამეთუ არ-ღარა არს ჩუენ ზედა შობაჲ ვნებული, არამედ საიდუმლოჲ წყლისაგან და სულისა წმიდისა, რამეთუ ვითარცა საშოჲ დედისაჲ არს ჩჩჳლისა საყოფელ და მზრდელ, ეგრეთვე წყალი საშოჲ არს, მზრდელი მორწმუნისაჲ, რომელი ნათელ-იღებდეს. რამეთუ ვითარცა-იგი თქუმულ არს მზისათჳს, ვითარმედ: „ვითარცა სიძჱ გამოვალნ სასძლოჲთ თჳსით“, ესევე ჯერ-...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პვ რაჲთა არა უგულებელს-ვჰყოფდეთ მცირეთა ცოდვათა, რამეთუ მარადის ეშმაკი მცირეთაგან იწყებს ბრძოლად ჩუენდა და ესრეთ დიდთა ცოდვათა შთაგუაგდებს:

...რსა შორის, და ესეცა უჯერო არს და დაყენებულ.

სხუათა უზომოდ წუხილი ცოდვათათჳს კეთილად შეჰრაცხეს; და იყო იგი ღონე ეშმაკისაჲ. ამისთჳსცა შიშთვილ-იბეს, ვითარცა იუდას შეემთხჳა. ამისთჳს პავლე მისწერს კორინთელთა მიმართ მისთჳს, რომელი-იგი ბოროტსა მას სიძვასა შთავარდა, და უბრძანა მიცემად ეშმაკსა ეგევითარი იგი. ხოლო მეორესა ებისტოლესა შიგან იტყჳს: „ნუგეშინის-ეცით მას, ნუუკუე უმეტესითა მით მწუხარებითა დაინთქას ეგევითარი იგი. რაჲთა არა მივიანგაჰრნეთ ეშმაკისაგან, რამეთუ არა გონებასა მისსა უმეცარ ვართ“. ესე იგი არს, ვითარმედ ზაკუვით გუებრძვის მარადის. ხოლო უკუეთუმცა ცხად იყო ბრძოლაჲ მისი, ადვილმცა იყო წყობაჲ იგი და ძლევაჲ. და უფროჲსღა აწცა ადვილ არს, უკუეთუ განვიფრთხოთ. რამეთუ ყოველსავე ზედა მოგუცა ქრისტემან საჭურველი ბრძოლად მისა და გჳბრძანა არა უგულებელს-ყოფაჲ მცირეთაცა ცთომათაჲ.

ამისთჳს თქუა: „რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა: ცოფ, თანამდებ არს გეჰენიასა“; და „რომელმან მიხედნეს დედაკაცსა გულისთქუმით, იმრუ-შა“. და მოცინართა აბრალებს, და ცუდისა სიტყჳსათჳს სიტყჳს-მიცემაჲ განაწესა. და ყო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა“ (18,17).:

...ოდა, ვითარმედ: „უკუეთუ ვინმე გცეს ყურიმალსა შენსა მარჯუენესა, მიუპყარ ერთკერძოჲცა“, არამედ იგი სიტყუაჲ გარეშეთათჳს თქუა, ესე იგი არს, უცხოთათჳს და გარეგანთა წესისა ჩუენისათა, ვითარცა პავლე მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „რაჲ ძეს ჩემი გარეშეთა მათ განკითხვაჲ?“ გარეშედ სახელ-სდვა გინა თუ წარმართთა, გინა თუ კაცთა უცხოთა წესისა და განგებისა ჩუენისაგან; მათა მიმართ მოთმინებისა ხოლო გჳღირს ჩუენებად. ხოლო აწ ძმათა და მოყუარეთათჳს იტყჳს და თანაზიართა წესისა ჩუენისათა, რამეთუ ესევითართა მათ მხილებადცა გჳბრძანებს სიყუარულისა წესითა და მათისაცა სულიერისა ცთომისა განმართებად, ვითარცა კუალად იტყჳს მოციქული პირველთქუმულსა მას სიტყუასა თანა: „ანუ არა შინაგანნი იგი თქუენ განიკითხნეთ? ხოლო გარეშენი იგი ღმერთმან განიკითხნეს“. (1 კორ. 5, 12-13) შინაგანად ძმათა და მოყუასთა ჩუენთა სახელსდვა, რომელთა სულიერიცა მოღუაწებაჲ თანაგუაც. ამათ ესევითართა ძმათა და მოყუასთათჳს იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ შეგცოდოს ძმამან შენმან, მივედ და ამხილე“ სიტყჳთა სიმშჳდისაჲთა, „რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ“, რამეთუ მრავალგზის თავით თჳსით კაცმან ვერ გულისჴმა-ყვის და მხილებითა მოყუსისაჲთა მოვიდის მეცნიერებად. ვინ იყ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იყო, ჯდა რაჲ იგი ინაჴით სახლსა შინა, და მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი თანასხდეს იესუჲს თანა ინაჴით და მოწაფეთა მისთა თანა“ (9,10).:

...ამისთჳსცა ჰრქუა მას უფალმან: „დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისა ამის“. თქუას ვინმე, ვითარმედ: რაჲ არს სიტყუაჲ იგი პავლესი, რომელსა იტყჳს: „უკუეთუ ვინმე ძმაჲ სახელდებულ იყოს მეძავ, ანუ ანგაჰრ, ანუ მომთრვალე, ანუ მტაცებელ, ესევითარისა მის თანა ნუცა სჭამთ“? ხოლო ჩუენ ესრეთ ვიტყჳთ, ვითარმედ: პირველად ესე მებრ არა ჩანს, თუ მოძ-ღუართა ეტყჳს ამას, არამედ ძმათა ხოლო; მერმე ესეცა საცნაურ არს, ვი-თარმედ ესე მეზუერენი ჯერეთ არა განსრულებულთაგანნი იყვნეს, არცა ძმად შერაცხილნი; და კუალად პავლე მათ ძმათაგან იტყჳს გარემიქცევასა, ოდეს თჳსსავე უკეთურებასა ზედა ეგნენ, ხოლო ამათ დაეტევა ბოროტისა გზაჲ და მოქცეულ იყვნეს ქრისტესა. ამისთჳსცა არა ჯერ-იყო გარემიქცევაჲ მათგან პირისა მისისაჲ, არამედ უფროჲსად შეწყნარებაჲ წყალობით. გარნა უღმრთოთა მათ ფარისეველთა არა სთნდა ესე; ამისთჳსცა ეტყოდეს მოწაფეთა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა ჭამს მოძ-ღუარი თქუენი?“ (9,11).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იგინივე სხუასა ადგილსა მოწაფეთათჳს ეტყოდეს მას: „იხილე, რასა იქმან მოწაფენი შენნი შაბათსა შინა, რომელი არა ჯერ-არს ყოფად“; და აწ კუალად მოწაფეთა თან...

სრულად ნახვა