განმარტებები
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და შევიდა იესუ სახლსა პეტრესსა და იხილა სიდედრი იგი მისი, დავრდომილი ჴურვებითა. და შეახო ჴელსა მისსა, და დაუტევა იგი მჴურვალებამან, აღდგა და ჰმსახურებდა მას“ (8,14-15).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს-მე შევიდა სახლსა პეტრესსა? მე ვჰგონებ, თუ მოღებად საზრდელისა, რამეთუ შემდგომისა სიტყჳსაგან ცხად არს ესე, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: გან-რაჲ-იკურნა სიდედრი პეტრესი, აღდგა და ჰმსახურებდა მას; რამეთუ მოწაფეთა თჳსთა თანა ჰყოფდა სავანესა, ვითარცა მათესსაცა შევიდა, ოდეს-იგი უწოდა მას,...
პავლესი: თანა-მივავლინეთ ძმაჲ, რომლისა ქებაჲ სახარებასა შინა ყოველთა ეკლესიათა მიერ (8,18).
თარგმანი: ბარნაბას იტყჳს აქა, რომელი-იგი ქებულ არს ქადაგებითა სახარებისაჲთა ყოველთა მიერ ეკლესიათა.
პავლესი: და ამას თანა მოვავლინეთ ძმაჲ ჩუენი (8,22).
თარგმანი: ლუკას იტყჳს მახარებელსა.
ვითარცა იხილა სიმონ, რამეთუ ჴელთ-დასხმითა მოციქულთაჲთა მოეცემის სული წმიდაჲ, მიუპყრა მათ ფასი და ჰრქუა: მომეცით მეცა ჴელმწიფებაჲ ესე, რაჲთა, რომელსაცა დავასხნე ჴელნი, მიაქუნდეს სული წმიდაჲ. ჰრქუა მას პეტრე: ვეცხლი ეგე შენი შენ თანავე იყავნ წარსაწრყმედელად შენდა, რამეთუ ნიჭსა მას ღმრთისასა ჰგონებ ფასითა მოპოვნებად. არა გიც შენ ნაწილი, არცა სამკჳდრებელი სიტყუასა ამას შინა, რამეთუ გული შენი არა არს წრფელ წინაშე ღმრთისა (8,18-21).
თარგმანი: მოიჴსენო რაჲ იუდაჲსი მოციქულად ჩინებაჲ ქრისტეს მიერ,...
მოციქულისაჲ: რამეთუ მე ესრე მგონიეს, ვითარმედ ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელი გამოჩინებად არს ჩუენდა (8,18).
თარგმანი: წუთჟამობასა აქათა ამათ ჭირთასა გჳჩუენებს, და ვითარმედ ვერარას შემძლებელ ვართ შესწორებად შრომათა სიმრავლესა, მოსაგებელთა მათ ღმრთისა მიერთა გარდამატებულებასა თანა, ხოლო გამოჩინებადობაჲ, და უსაკუთრეს არს თქუმად, ვითარმედ: გამოცხადებადობაჲ მერმისა დიდებისაჲ ჯეროვნად თქუა, რამეთუ არს აქაცა მერმე იგი...
მოციქულისაჲ: რამეთუ იჭჳ იგი დაბადებისაჲ გამოცხადებასა შვილთა ღმრთისათა მოელის (8,19).
თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ დაბადებულნი ყოველნი დიდად მოელიან ამათ კეთილთა მოსლვასა, რომელნი-ესე აწ ვაჴსენენით, რამეთუ "იჭუად" ამას ადგილსა მტკიცესა მას მოლოდებასა იტყჳს.
მოციქულისაჲ: რამეთუ ამაოებასა დაემორჩილა დაბადებული არა ნეფსით (8,20).
თარგმანი: რაჲ არს ესე თუ "დაემორჩილა"? — განხრწნილ იქმნაო. რაჲსათჳს? —შენთჳს, ჵ კაცო, რამეთუ ვინაჲთგან შენ მიიღე ვნებული ეგე და მოკუდავი ჴორცი, გარდაჰჴედ...
1. ნოეს მადლიერება და ღვთის ქველმოქმედება
გუშინ ჩვენ ვიხილეთ კაცთმოყვარე უფლის სახიერება, თუ როგორ გამოიყვანა მართალი კიდობნიდან, განათავისუფლა იგი მასში ყოფნისგან, იხსნა ამ მძიმე და საშინელი საპყრობილისგან და დააჯილდოვა მოთმინებისთვის, სთქვა რა: "აღორძნდით და განმრავლდით" (). დღეს კი ვნახოთ ნოეს მადლიერება და აღიარება, რომლითაც მან კიდევ უფრო დიდი და მაღალი ღვთის კეთილგანწყობა მოიპოვა. ღმერთი ყოველთვის ასე იქცევის: როცა ხედავს, რომ ვინმე...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამათ სიტყუათა ეტყოდა იესუ ფასისსაცავსა მას თანა და ასწავებდა ტაძარსა მას შინა. და არავინ შეიპყრა იგი, რამეთუ არა მოწევნულ იყო ჟამი მისი“ (8,20).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჵ უგუნურებაჲ იგი ჰურიათაჲ! უწინარჱს პასექისა ეძიებდეს მას და მერმე შემდგომად პასექისა პოვეს იგი; და ინებეს მრავალგზის შეპყრობაჲ მისი თავთა თჳსთა მიერცა და სხუათაცა მიერ, და ვერ შეუძლეს; და არავე დაუკჳრდა ძალი მისი, არამედ მარადის შესძინებდეს უკეთურებასა მათსა და არა დასცხრებოდეს. და რაჲთა სცნა, ვითარმედ...











