ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ვითარცა აღვიდა იგი ნავსა, მისდევდეს მას მოწაფენი მისნი. და აჰა ესერა აღძრვაჲ იყო დიდი ზღუასა შინა, ვიდრე დაფარვადმდე ნავისა ღელვათაგან. ხოლო თავადსა ეძინა“ (8,23-24).
ლუკა თანაწარჰჴდების თქუმად ჟამისა მის, ამისთჳს ესრეთ იწყო სიტყუად: „და იყო ერთსა შინა დღესა, და თავადი შევიდა ნავად, და მოწაფენი მისნი მის თანა“. ეგრეთვე მარკოზ იქმს. ხოლო მათე შემდგომითი შემდგომად ჟამსა მას გუაუწყებს, რამეთუ არად საჴმარ იყო ყოველთა მიერ...













