მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

განმარტებები

მოიძებნა 2298 განმარტება
სიტყვა მეხუთესა კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მაშინ ყოველი იგი ქალაქი გამოვიდა შემთხუევად იესოისა; და იხილეს იგი და ევედრებოდეს, რაითა წარვიდეს საზღვართა მათთაგან (მათესი 8, 34).

აჰა, ძმანო, სადამდის მიიყვანს და რა უგუნურებაში ჩააგდებს კაცს ანგარება! ერთხელ უფალმან იესო ქრისტემან მახლობლად გერგესეველისა სოფლისა განკურნა ორნი კაცნი, შეპყრობილნი და მწარედ გატანჯულნი ეშმაკთაგან. როდესაც ეშმაკნი გამოვიდნენ კაცთაგან, იგინი შევიდნენ კოლტსა შინა ღორთასა, ღორები შეშინებულნი გაიქცნენ და შეცვივდნენ გადარინელის ტბასა შინა და დაიხრჩვნენ. როდესაც...

განმარტება სახარებისა მარკოზ, ჱ, ლდ-ლ ჱ.

ერთობ ღრმა არის და მრავალ აზროვანი და ფრიად საჭირო ყოველთა ქრისტიანეთათვის დღევანდელი სახარება. განვიხილოთ იგი მოკლედ და შევიტყოთ, რას გვასწავლის იგი ჩვენ.

„რომელსა უნებს შემდგომად ჩემდა, მოსვლაი, უვარ-ნყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე“. ამ სიტყვებით, ძმანო ჩემნო, მაცხოვარი გვამცნევს ჩვენ, რომელ თუ ვინმეს სურს ნამდვილად მისი მოწაფე იყოს, მან თავი თვისი დაივიწყოს, თავის თავს არ ეფერებოდეს, არ ზოგავდეს, არ ებრალებოდეს თავი თვისი,...

ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო! დღეს წარკითხული მოკლე სახარება იპყრობს თვის შორის ღრმასა და ვრცელსა სწავლასა. მოვისმინოთ მოკლედ განმარტება მისი, მავედრებელთა ღვთისა, რათა მოგვცეს გულის-ხმის-ყოფა და სულიერი აღშენება.

რომლისა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი, და შემომიდეგინ მე (მარკ. ჱ. ლდ) ამ პირველს მუხლში უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვაძლევს ჩვენ დიდსა და მაღალსა სწავლასა. თითქმის მთელი სახარების სწავლაა გამოთქმული სიტყვათა ამათ შინა. ამ სიტყვებში უფალი...

თავი ი̂გ. თანანადებისა მისთჳს ქრისტეს სიყუარულისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

მოციქულისაჲ: ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა - ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშულოებამან ანუ ურვამან ანუ მახჳლმან? (8,35).

თარგმანი: "ვინობაჲ" თქუა ნაცვალად "არავინობისა", ვითარმედ: ვერვინ შემძლებელ არს განშორებად ჩუენდა სიყუარულისა მისგან, რომლითა-იგი მან თავადმან ქრისტემან შემიყუარნა ჩუენ. ხოლო რაჲსათჳს არა საშუებელთა, არამედ სატანჯველთა აღჰრიცხუავს? — გარნა ამისთჳს, რამეთუ საშუებელთა შეურაცხ-ყოფასა სატანჯველთა შეურაცხყოფაჲ უზეშთაეს არს; რამეთუ დიდ არს,...

სარჩევი

თარგმანი გრიგოლ ღმრთისმეტყუელისაჲ: ესე სიტყუაჲ მწვალებელთა მიიღეს შემწედ უკეთურებისა მათისაჲ, ვითარმედ: აჰა მეოხ არს ვითარცა უდარესი უმაღლესისა მიმართ. არამედ სცთებით უგუნურებისაგან, ჵ უბადრუკნო, რამეთუ მეოხებაჲ ესე არა ვითარცა უმცირესისაჲ უდიდესისა მიმართ არს, ანუ თუ ღმრთეებისაჲ, არამედ მეოხ არს სახითა მით შუამდგომელობისაჲთა, ვითარცა-იგი სულიცა მეოხ არსო ჩუენთჳს, ეგრეთვე ქრისტე, რამეთუ ერთ არს ღმერთი და ერთი შუამდგომელი ღმრთისა და კაცთაჲ — კაცი იესუ ქრისტე, რამეთუ ბუნებითა მით კაცობრივითა...

სიტყვა კდ-სა კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ხოლო იესო ჰრქვა მას: ნუ გეშინინ, ასულო! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ; ვიდოდე მშვიდობით (ლუკ. ც, მც).

ოდეს მაცხოვარი, გარემოცული უმთავრესითა ერითა, მიდიოდა სახლსა შინა იაიროისასა, მაშინ დედაკაცი ვინმე, რომელი იყო დიდი ხნითგან სნეული და რომელმან გადააგო ყოველი თვისი ქონება ექიმთა და ვერ მიიღო მათგან კურნება, მიეახლა მას ფარულად და შეახო ხელი შესამოსელსა მისსა. ესოდენი მტკიცე სარწმუნოება ჰქონდა მას, რომელ ფიქრობდა, საკმაო არს, რათა ხელი ვახლო შესამოსელსა მისსა და უეჭველად მივიღებ...

მოძღვრება კდ-სა კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ნუ გეშინინ, ასულო! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, ვიდოდე მშვიდობით. (ლუკ. ჱ, მჱ).

რა საკვირველი სარწმუნოება ჰქონდა, ძმაო ქრისტიანენო, დედაკაცსა მას, რომელსაც მაცხოვარმან უთხრა ეს სიტყვა! ვითარ უეჭველი და შეურყეველი იყო სარწმუნოება მისი! უმეტეს ათორმეტისა წლისა იყო იგი შეპყრობილი სასტიკითა სნეულებითა: ყოველი მისი ქონება გადააგდო ექიმთა ზედა, გარნა ვერ მიიღო კურნება, და, როდესაც ამ სოფელში მოსპო ყოველი მისი იმედი, იგი მიექცა ზეციერისა მკურნალისადმი; სარწმუნოება მისი მიუძღვა მას ქრისტესა...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ: სამარიტელ ხარ შენ, და ეშმაკი არს შენ თანა? მაშინ მიუგო მათ იესუ და ჰრქუა: ჩემ თანა ეშმაკი არა არს“ (8,48-49).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ურცხჳნო არს უკეთურებაჲ და ფიცხელ, და რაჟამს სირცხჳლი ჯერ-იყოს, მაშინ უმეტესად ურცხჳნო იქმნების, რომელი-იგი ჰურიათაცა ზედა მოიწია. რამეთუ ჯერ-იყო, რაჲთამცა ლმობიერქმნილ იყვნეს და განკჳრვებულ სიტყუათა მათ ზედა და კადნიერებასა ზედა მისსა, ხოლო იგინი აგინებენცა და „სამარიტელ“ სახელ-სდებენ...

სარჩევი
მათეს სახარების განმარტება - თავი VIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე

8:1-4 — კეთროვანის განწმედა

1-2. და გარდამოვიდოდა რაჲ იგი მიერ მთით, მოსდევდა მას ერი მრავალი. და აჰა ესერა კეთროვანი ვინმე მოუჴდა, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალგიც განწმედაჲ ჩემი. - კეთროვანი გონიერი იყო და მთაზე არ ავიდა, რათა სწავლება არ შეეწყვეტინებინა; ხოლო მთიდან ჩამოსულს თაყვანი სცა და დიდი სარწმუნოებაც აჩვენა. რადგან ის კი არ უთხრა, თუ ღმერთს შეევედრები განმკურნავო, არამედ უკეთუ გინდეს-ო. ამიტომაც მოიქცა ქრისტე ასე:

3-4. და მიყო ჴელი თჳსი იესუ,...

თავი ი̂ე
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ: აწ უკუე რაჲ-მე ვთქუათ? წარმართნი, რომელნი არა ეძიებდეს სიმართლესა, ეწინეს სიმართლესა, ხოლო სიმართლესა სარწმუნოებისასა. და ისრაჱლი შეუდგა შჯულსა მას სიმართლისასა, და შჯულსა მას სიმართლისასა ვერ მისწუთა (9,30-31).

თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ: ამისთჳს განცჳვეს ჰურიანი, რამეთუ წარმართნი, რომელნი არა ეძიებდეს სიმართლესა, არცა ასმიოდა ქრისტე, და ესმა რაჲ, მოიქცეს მისა, და პოვეს სიმართლე ჭეშმარიტი სარწმუნოებისა მიერ ქრისტესისა. ხოლო შენ, ჵ ჰურიაო, არცა თუ შჯულისა იგი სიმართლე...

სარჩევი
მოციქულისაჲ: ნუ იტყჳ გულსა შენსა, ვითარმედ: ვინ აღვიდეს ცად? ესე იგი არს ქრისტესი გარდამოყვანებაჲ. ანუ: ვინ შთავიდეს უფსკრულად? ესე იგი არს ქრისტესი მკუდრეთით აღმოყვანებაჲ. არამედ რასა-იგი იტყჳს — "მახლობელ არს სიტყუაჲ ეგე გულსა შენსა და პირსა შენსა" — ესე იგი არს სიტყუაჲ სარწმუნოებისაჲ, რომელსა ვქადაგებთ, ვითარმედ: აღ-თუ-იარო პირითა შენითა უფალი იესუ და გრწმენეს გულითა შენითა, ვითარმედ ღმერთმან აღადგინა იგი მკუდრეთით, — სცხოვნდე. რამეთუ გულსა ჰრწამს სიმართლედ და პირითა აღიარებ საცხორებელად. რამეთუ იტყჳს წიგნი: ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს მისი, არასადა ჰრცხუენეს (10, 6-11).
თავი ი̂დ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ: ჭეშმარიტსა ვიტყჳ ქრისტეს მიერ და არა ვტყუი თანამოწამებითა ჩემდა გონებისა ჩემისაჲთა სულითა წმიდითა, რამეთუ მწუხარება არს ჩემდა დიდი და მოუკლებელი სალმობაჲ გულისა ჩემისაჲ. ვილოცევდ შეჩუენებულ-ყოფად თავსა ჩემსა ქრისტესგან ძმათათჳს და ნათესავთა ჩემთა ჴორციელად, რომელნი-იგი არიან ისრაიტელნი, რომელთაჲ იყო შვილებაჲ და დიდებაჲ და აღთქუმანი და შჯულის-დებანი და მსახურებანი (9,1-4).

თარგმანი: ხედვიდა რაჲ, ვითარმედ ჰურიათა მიერ იგმობებოდა ქრისტეს სახელი, რომელნი-იგი პირველ პატიოსან იყვნეს,...

სარჩევი
წიგნი 9
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და ვითარცა მეხუთემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა, და ვიხილე ვარსკულავი, რომელი გარდამოვარდა ზეცით ქუეყანად, და მიეცა მას კლიტჱ ჯურღმულისა მის უფსკრულისაჲ. (2) და აღჴდა კუამლი ჯურღმულისა მისგან, ვითარცა კუამლი ცეცხლისა მოტყინარისაჲ, და დაბნელდა მზჱ და ჰაერი კუამლისა მისგან ჯურღმულისა. (3) და კუამლისა მისგან გამოვიდეს მკალნი ქუეყანად. და მიეცა მათ ჴელმწიფებაჲ, ვითარცა აქუს ჴელმწიფებაჲ ღრიაკალთა ქუეყანისათა. (4) და ითქუა მათდა მიმართ, რაჲთა არა ავნონ თივასა ქუეყანისასა, არცა...

სარჩევი
მოციქულისაჲ. (1) და ვითარცა მეხუთემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა, და ვიხილე ვარსკულავი, რომელი გარდამოვარდა ზეცით ქუეყანად, და მიეცა მას კლიტჱ ჯურღმულისა მის უფსკრულისაჲ. (2) და აღჴდა კუამლი ჯურღმულისა მისგან, ვითარცა კუამლი ცეცხლისა მოტყინარისაჲ, და დაბნელდა მზჱ და ჰაერი კუამლისა მისგან ჯურღმულისა. (3) და კუამლისა მისგან გამოვიდეს მკალნი ქუეყანად. და მიეცა მათ ჴელმწიფებაჲ, ვითარცა აქუს ჴელმწიფებაჲ ღრიაკალთა ქუეყანისათა. (4) და ითქუა მათდა მიმართ, რაჲთა არა ავნონ თივასა ქუეყანისასა, არცა ყოველსა მწუანვილსა, არცა ხეთა, არამედ კაცთა, რომელთა არა აქუს ბეჭედი ღმრთისაჲ შუბლთა ზედა მათთა. (5) და მიეცა მათ, რაჲთა არა მოკლნენ იგინი, არამედ რაჲთა ტანჯნენ იგინი ხუთ თთუე. და ტანჯვაჲ მათი, ვითარცა ტანჯვაჲ ღრიაკალისაჲ, რაჟამს უცის კაცსა.

ხოლო სავლე უფროჲს განრისხნებოდა და სავსე იყო გულისწყრომითა და კლვითა მოწაფეთა მათ ზედა უფლისათა. მოუჴდა მღდელთმოძღუარსა მას და ითხოვა მისგან წიგნები დამასკოდ სხუათა მიმართ კრებულთა, რაჲთა მივიდეს და თუ ვინმე პოვნეს ამის მოძღურებისა გზასა, მამები ანუ დედები, კრულნი მოიყვანნეს იერუსალემდ (9,1-2).

თარგმანი: ყოვლად მსგავს იყო სავლე ფიცარსა გარე-მორტყმულსა ქსელითა დედა-ზარდლისაჲთა, რომელი პოვა მეუფემან და განჰყარა ყოველი უშუერებაჲ აჩრდილთაჲ და ბრწყინვალედ გამოსახა მას ზედა ხატი საუფლოჲ,...

სარჩევი

მოციქულისაჲ: ჭეშმარიტსა ვიტყჳ ქრისტეს მიერ და არა ვტყუვი, თანამოწამებითა ჩემდა გონებისა ჩემისა.ღთა სულითა წმიდითა, რამეთუ მწუხარება არს ჩემდა დიდ და მოუკლებელი სალმობაჲ გულისა ჩემისაჲ (9,1-2).

თარგმანი: ვინაჲთგან დიდთა საქმეთათჳს იწყებს სიტყუად, და კნინღა დაუჯერებელსა საზომსა იტყჳს თჳსისა ძმათმოყუარებისასა, ამისთჳსცა დაწყებასავე სარწმუნო ჰყოფს მას სახელითა ქრისტესითა უცილობელისა მის ჭეშმარიტებისაჲთა, და თანამოწამებითა სჳნიდისისაჲთა, რომლისა განმკითხველ არს სული წმიდაჲ, ვითარმედ მოუკლებელ...

სარჩევი

და ვითარცა წარვიდოდა იესუ, იხილა კაცი, ბრმაი შობითგან, ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს: რაბი, ვინ ცოდა: ამან, ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაი იშვა? რქვა მათ იესო: არცა ამან ცოდა, არცა მშობელთა ამისთა, არამედ რათა გამოცხადნეს საქმე ღმრთისაი მაგას ზედა (იოან. 9, 1-3).

მოწაფეთა იესო ქრისტესთა ჰქონდათ ის ჩვეულება, რომელ, როდესაც იხილვიდენ რომელსამე განსაკვირვებელსა მოვლენასა, ანუ როდესაც მიუვიდოდათ გულში რომელსამე საგანზედ ეჭვი, მაშინვე ჰკითხვიდენ მოძღვარსა და სთხოვდენ, რათა...

(თ. 9, მ. 1)

1. და ეტყოდა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ, მომავალი ძალითა.

ესაუბრება რა საკუთარ დიდებაზე და სურს რა ასწავლოს, რომ იგი ტყულად არ ახსენებს მას, უფალი ამის შემდეგ ეუბნება: „არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანი“, ანუ პეტრე იაკობი, იაონე, რომლებიც არ მოკვდებიან, სანამ მე არ ვუჩვენებ მათ ჩემი ფერისცვალებით, თუ როგორი დიდებით მოვალ მეორედ მოსვლისაა. რამეთუ ფერისცვალება სხვა...

[თ. 9; მ. 1-6]

1. და მოუწოდა იესუ ათორმეტთა მათ მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ძალი და ჴელმწიფებაჲ ყოველთა ზედა ეშმაკთა და სენთა განკურნებაჲ. 2. და წარავლინნა იგინი ქადაგებად სასუფეველსა ღმრთისასა და განკურნებად უძლურთა. 3. და ჰრქუა მათ: ნურარაჲ გაქუნ გზასა ზედა, ნუცა კუერთხი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა ვეცხლი, ნუცა ორი სამოსელი გაქუნ. 4. და რომელსა სახლსა შეხჳდეთ, მუნ დაადგერით და მიერ გამოვედით. 5. და რაოდენთა არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ ქალაქით, მტუერი ფერჴთა...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და წარვიდოდა იესუ და იხილა კაცი ბრმაჲ შობითგან. ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს: რაბი, ვინ ცოდა: ამან ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაჲ იშვა?“ (9,1-2).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რომელი-იგი ფრიად კაცთმოყუარე არს და ჩუენისა ცხორებისა მეძიებელ და ენება, რაჲთამცა უმადლოთა მათ პირნი დაუყვნა, ამისთჳს არარაჲ დაუტევა საქმჱ, რომელი მის მიერ ჯერ-იყო ქმნად, დაღაცათუ მათ არა გულისხმა-ყვეს. ამისთჳსცა წინაჲსწარმეტყუელმან ესე უწყოდა და იტყოდა: „რაჲთა განჰმართლდე სიტყჳთა შენითა და სძლო...

რისთვის კითხეს, ძმანო ჩემნო, უფალსა მოწაფეთა მისთა: ვინ სცოდა ამან ანუ მშობელთა ამისთა რამეთუ ბრმა იშვა? მისთვის რომელ ებრაელნი ფიქრობდენ, უკეთუ კაცი დაბრმავდა, ანუ სხვა რომელიმე უბედურება ანუ სნეულება დაემართა, ეს მოხდა უთუოდ მისთვის, რომელ ანუ მან სცოდა ანუ ეწია მას ცოდვა მშობელთა მისთა. მაშა-სადამე ჰაზრისამებრ ებრაელთასა ყოველივე სნეულება და სხვაცა უბედურება კაცისა არის ნაყოფი რომლისამე მისისა ცოდვისა და ბრალისა. ახლაც ესრეთ ფიქრობს ყოველი, უბრალო დაბალი სოფლის კაცი.

რა უპასუხა...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და შევიდა ნავსა და წიაღჴდა და მოვიდა თჳსა ქალაქად. მაშინ მოართუეს მას განრღუეული, ცხედარსა ზედა მდებარე. და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ იგი მათი და ჰრქუა განრღუეულსა მას: ნუ გე-შინინ, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ (9,1-2).

თჳსად ქალაქად ამას ადგილსა კაპერნაუმსა იტყჳს, რამეთუ ბეთლემს იშვა და ნაზარეთს აღიზარდა და მერმე დაუტევა ნაზარეთიო და მოვიდა და დაემკჳდრა კაპერნაუმს. ამას უკუე სახელ-სდვა აწ მახარებელმან თჳსა ქალაქად.

ხოლო განრღუეული ესე სხუაჲ არს და არა იგი,...

სარჩევი