მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

განმარტებები

მოიძებნა 2298 განმარტება
წიგნი 6
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და ვიხილე, რაჟამს აღაღო კრავმან მან ერთი შჳდთა მათ ბეჭედთაგანი, და მესმა ერთისა ცხოველთა მათგანისაჲ, რომელი იტყოდა. ვითარცა ჴმითა ქუხილისაჲთა, ვითარმედ: მოვედ და იხილე.

თარგმანი. და ამის მიერ გულისჴმა-ვჰყოფთ წესიერებასა ცათა მჴედრობისასა, თუ ვითარ ყოველივე პირველთა დასთაგან მეორეთა მიმართ მოიწევის. ამისთჳსცა აქა ერთისაჲ მის ოთხთა მათ ცხოველთაგანისაჲ, რომელ არს ლობისაჲ. ესმა ჴმაა, რომელი უბრძანებდა ანგელოზსა მას, რომელი ამისსა გონებასა გამოსახვიდა ხილვად. ხოლო პირველი იგი...

სარჩევი
მოციქულისაჲ. (5ბ) და აჰა ცხენი შავი, და მჯდომარესა მას ზედა აქუნდა ჴელთა მისთა უღელი. (6) და მესმა ჴმაჲ შორის ოთხთა მათ ცხოველთაჲსა, რომელი იტყოდა: სამადგანი იფქლი დრაჰკნის, და სამი სამადგანი ქერი დრაჰკნის, და ღჳნოსა და ზეთსა ნუ ავნებ. თარგმანჲ. ცხენი შავი სახჱ არს გლოვისაჲ დაცემულთათჳს ქრისტჱს სარწმუნოებისაგან სატანჯველთათჳს მათ ზედა ყოფადთა. ხოლო უღელი გამომცდელი არს მათი, რომელნი დაჴსნილებითა გონებისაჲთა, ანუ ცუდად მზუაობრებისათჳს უვარ-ჰყოფდენ ქრისტჱს სარწმუნოებასა. და რომელნი-იგი ჴორცთა მათთა უძლურებისაგან ვერ თავს-იდებენ ჭირთა. ხოლო სამადგანი იფქლი, დრაჰკნისა ღირსი, მოასწავებს რჩულიერთა მათ მოღუაწეთა და ხატისა მის საღმრთოჲსა მათდა მოცემულისა ჭეშმარიტთა დამმარხველთა. ხოლო სამი სამადგანი ქერი სახჱ არს მათი, რომელთა უძლურებისაგან და შიშისა მდევართაჲსა ქრისტე უჳარ-ეყოს და კუალად შეენანოს და შეგინებული იგი ხატი ცრემლითა განებანოს. და რომელ-იგი ამცნებს ღჳნოსა და ზეთსა არა ვნებად, ესე არს, რაჲთა არა შეურაცხ იქმნას სინანულითა ქრისტჱს ჴურნებაჲ, რომელმან ვითარცა-იგი განკურნა ავაზაკთა ჴელსა შთავრდომილი, და რაჲთა არა წარიტაცნენ სიკუდილისა მიერ, რომელთა ეგულების დაცემისა მის უკუნზღვევაჲ. მოციქულისაჲ. (7) და რაჟაძს აღაღო მეოთხჱ ბეჭედი, მესმა მეოთხისა ცხოველისაჲ, რომელი იტყოდა: მოვედ და იხილე.
სიტყუანი კორინთელთა ა ებისტოლისანი თავი 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

პავლესი: იკადროს ვინ თქუენ შორის, რომელსა სარჩელი ედვას მოყუსისა მიმართ, ვითარმცა ირჩოდა იგი ცრუთა წინაშე? (6,1).

თარგმანი: ცრუდ უწესს მთავართა მათ სამეუფოთა ურწმუნოთა.

პავლესი: და არა უფროჲსღა წმიდათა წინაშე (6,1).

თარგმანი: ეკლესიასა შინაო.

პავლესი: წმიდათა სოფელი განიკითხონ (6,2).

თარგმანი: არა თუ თჳთ დასხდენ და სიტყუასა მიჰჴდიდენ, არამედ დაჰსჯიდენ მათ, რამეთუ კაცნი იყვნეს იგინიცა და ესევითარნი საქმენი ქმნეს და იგინი არა ჰბაძვიდეს, არცა ისმენდეს სწავლასა მათსა.

მოციქულისაჲ:...

თავი ზ̂. ჴელთდასხმისათჳს შჳდთა დიაკონთაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

ამათ დღეთა შინა განმრავლებასა მას მოწაფეთასა იყო დრტჳნვაჲ ბერძენთაჲ ებრაელთა მიმართ, რამეთუ უგულებელს-იქმნებოდა მსახურებაჲ იგი დღითი-დღედი ქურივთა მათთაჲ. (6,1).

თარგმანი: რაოდენ წინა-აღმდგომნი ჰბრძოდეს, ეგოდენ მოწაფენი განმრავლდებოდეს, და ვითარცა მზა არს უწესოებისა გამოჩინებაჲ სიმრავლესა თანა ერისასა, შფოთი შემოვიდოდა არა გარეთ და უცხოთაჲთ, არამედ შინაგან მორწმუნეთაჲთ, რომელნი-იგი არა თუ შჯულითა, არამედ ენითა განყოფილ იყვნეს, და მიზეზ დრტჳნვისა მის იყო უდებებაჲ, რამეთუ არა სიძჳრითა, არამედ...

სარჩევი

მოციქულისაჲ: იკადროს-მე ვინა თქუენ შორის, რომელსამცა საქმე აქუნდა მოყუსისა მიმართ განშჯად ცრუთა წინაშე და არა უფროჲსღა წმიდათა წინაშე (6,1).

თარგმანი: ჰხედავა, ვითარ დასაბამსავე სიტყჳსასა ვითარცა ყოველთა მიერ აღსაარებულად განგდებულისა საქმისათჳს სიფიცხით ჰყოფს შესმენასა და მხილებასა. რამეთუ კადრებად და უშჯულოებად უწოდს საქმესა ამას, რომელ ცრუთა წინაშე განისაჯებიან; ესე იგი არს —მეკერპეთა მსაჯულთა; და რაჲსა არა წმიდათა წინაშე ჰყოფენ საშჯელსა მას, ესე იგი არს მორწმუნეთა ქრისტესთა, რომელნი...

სარჩევი

(თ. 6, მ. 1-3)

1. და გამოვიდა მიერ და მოვიდა თჳსა მამულად, და მოსდევდეს მას მოწაფენი მისნი. 2. და იყო შაბათი, და იწყო შესაკრებელსა მათსა სწავლად მათა. და მრავალთა, რომელთა ესმოდა, განუკჳრდებოდა და იტყოდეს: ვინაჲ არს ესე ამისა? ანუ რაჲ არს სიბრძნე ესე მოცემული ამისა, და ძალნი ესოდენნი, ჴელთაგან ამისთა რომელნი იქმნებიან? 3. ანუ არა ესე არსა ხუროჲსაჲ მის და ძე მარიამისი და ძმაჲ იაკობისი და იოსესი, იუდაჲსი და სიმონისი? და დანი მისნი ყოველნი ჩუენ თანა არიან? და დაჰბრკოლდებოდეს მისა...

[თ. 6; მ. 1-5]

1. და იყო შაბათსა მეორე-პირველსა და განვიდოდა თავადი თესულისაგან ყანისა. ხოლო მოწაფენი მისნი მოსჭრიდეს თავსა ჴუვილისასა, მუსრვიდეს ჴელითა და ჭამდეს. 2. ხოლო რომელთამე ფარისეველთა ჰრქუეს მათ: რაჲსა ჰზამთ შაბათსა შინა, რომელი არა ჯერ არს? 3. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცაღა ესე აღმოგიკითხავსა, რომელ-იგი ყო დავით, ოდეს-იგი შეემშია მას და მისთანათა, 4. ვითარ-იგი შევიდა ტაძარსა ღმრთისასა და პურნი იგი შესაწირავისანი შეჭამნა და სცა მისთანათაცა, რომელთაჲ არა ჯერ-არს ჭამაჲ, გარნა...

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი

ეს ლოცვა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ხშირად გესმის თქვენ ძმანო ქრისტიანენო, ყოველს წირვაზედ და ცისკარზედ. ამ ლოცვით დავიწყებთ ჩვენ ყოველთა სხვათა ლოცვათა, როგორადაც ეკკლესიაში, ეგრედვე ჩვენს საკუთარს სახლში. ეს ლოცვა არის უწმიდესი და უმაღლესი ყოველთა სხვათა ლოცვათა, მისთვის, რომელ იგი გვასწავა ჩვენ უფალმან იესო ქრისტემან. მე მსურს განგიმარტო, ანუ აღგიხსნა თქვენ ეს ლოცვა. ოდეს კაცი იტყვის რომელსამე ლოცვასა, კარგად თუ არ ესმის...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ამისა შემდგომად წიაღჴდა იესუ ზღუასა მას გალილეაჲსასა, რომელ არს ტიბერიისაჲ. და მისდევდა მას ერი მრავალი, რამეთუ ჰხედვიდეს სასწაულთა მათ, რომელთა იქმოდა უძლურთა ზედა. და აღვიდა მთასა იესუ და დაჯდა მოწაფეთა თჳსთა თანა. და იყო მოახლებულ პასქაჲ, დღესასწაული ჰურიათაჲ“ (6,1-4).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ბოროტთა კაცთა ნუმცა ფრიად აღვერევით, ძმანო, არამედ ოდეს ჩუენსა სათნოებასა არა ევნებოდის, ადგილ-ვსცემდეთ მათსა უკეთურებასა და განვეშორებოდით; რამეთუ აჰა ესერა უფალი ფრიადისა მის...

სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ეკრძალენით ქველისსაქმესა თქუენსა, რაჲთა არა ჰყოთ წინაშე კაცთა სახილველად მათდა“ (6,1).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან მიუთხრა ყოველი წესი საღმრთოჲსა მოქალაქობისაჲ და უჩუენა გზაჲ სისრულისაჲ, აწ კუალად ჴელ-ჰყოფს ვნებასა მასცა, ყოველთა ვნებათა უმძლავრესსა, უჩინო-ყოფად კაცთაგან, რომელ არს ცუდადმზუაობრობაჲ, რომელი-იგი შეუდგს და თანაჰყვების მოქმედთა სათნოებისათა, რაჲთამცა ცუდ-ყვნა შრომანი მათნი. ხოლო პირველითგან არარაჲ თქუა ამისთჳს, რამეთუ არცა საჴმარ იყო პირველ სწავლისა ყოფად...

სარჩევი