მოციქულისაჲ. (1) და ვიხილე, რაჟამს აღაღო კრავმან მან ერთი შჳდთა მათ ბეჭედთაგანი, და მესმა ერთისა ცხოველთა მათგანისაჲ, რომელი იტყოდა. ვითარცა ჴმითა ქუხილისაჲთა, ვითარმედ: მოვედ და იხილე.
თარგმანი. და ამის მიერ გულისჴმა-ვჰყოფთ წესიერებასა ცათა მჴედრობისასა, თუ ვითარ ყოველივე პირველთა დასთაგან მეორეთა მიმართ მოიწევის. ამისთჳსცა აქა ერთისაჲ მის ოთხთა მათ ცხოველთაგანისაჲ, რომელ არს ლობისაჲ. ესმა ჴმაა, რომელი უბრძანებდა ანგელოზსა მას, რომელი ამისსა გონებასა გამოსახვიდა ხილვად. ხოლო პირველი იგი...