მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოცხადებაჲ იოვანესი 6:11

10. და ჴმა-ყვეს ჴმითა დიდითა და თქუეს: ვიდრემდის, მეუფეო წმიდაო და ჭეშმარიტო, არა სჯი სისხლსა ჩუენსა მკჳდრთაგან ქუეყანისათა?11. და მიეცა მათ სამოსლები სპეტაკები და ითქუა მათდა მიმართ, რაჲთა განისუენონ მცირედ ჟამღა, ვიდრემდის აღესრულნენ მათ თანა მონანი და ძმანი მათნი და რომელთა ეგულებოდა სიკუდილი, ვითარცა მათ.12. და ვიხილე, რაჟამს აღაღო მეექუსე ბეჭედი, და ძრვაჲ იქმნა დიდი, და მზე შავ იქმნა, ვითარცა ძაძაჲ ბალნისაჲ, და მთოვარე ყოვლითურთ იქმნა, ვითარცა სისხლი.
გამოცხადებაჲ იოვანესი თავი 6
11. და მიეცა მათ სამოსლები სპეტაკები და ითქუა მათდა მიმართ, რაჲთა განისუენონ მცირედ ჟამღა, ვიდრემდის აღესრულნენ მათ თანა მონანი და ძმანი მათნი და რომელთა ეგულებოდა სიკუდილი, ვითარცა მათ.
წიგნი 6
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ. (1) და ვიხილე, რაჟამს აღაღო კრავმან მან ერთი შჳდთა მათ ბეჭედთაგანი, და მესმა ერთისა ცხოველთა მათგანისაჲ, რომელი იტყოდა. ვითარცა ჴმითა ქუხილისაჲთა, ვითარმედ: მოვედ და იხილე.

თარგმანი. და ამის მიერ გულისჴმა-ვჰყოფთ წესიერებასა ცათა მჴედრობისასა, თუ ვითარ ყოველივე პირველთა დასთაგან მეორეთა მიმართ მოიწევის. ამისთჳსცა აქა ერთისაჲ მის ოთხთა მათ ცხოველთაგანისაჲ, რომელ არს ლობისაჲ. ესმა ჴმაა, რომელი უბრძანებდა ანგელოზსა მას, რომელი ამისსა გონებასა გამოსახვიდა ხილვად. ხოლო პირველი იგი ცხოველი, რომელ არს ხატი ლომისაჲ, ესრჱთ ვჰგონებ, ვითარმედ მოასწავებს გონებასა მოციქულთასა. რომელი-იგი მეუფე იქმნა ეშმაკთა ზედა და ვნებათა.

მოციქულისაჲ. (2) და აჰა ცხენი სპეტაკი, და მჯდომარესა მას ზედა აქუნდა მშჳლდი, და მიეცა მას გჳრგჳნი, და განვიდა ძლევით და სძლოსცა.

თარგმანი. პირველისა ბეჭდისა შეტყუებასა მოციქულთა კრებულსა გულისჴმა-ვჰყოფთ, რომელთა, ვითარცა მშჳლდსა, გარდააცუეს ქადაგებასა მას სახარებისასა და რომელნიცა განგუმირნეს ისრითა მათითა, შეწირნეს ქრისტესა. ხოლო ცხენი სპეტაკი სახჱ არს ხარებისაჲ, რომელ-იგი ახარეს მათ სოფელსა. ხოლო მიიღეს...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის