მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

განმარტებები

მოიძებნა 2298 განმარტება
ებრაელთა მიმართ თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

პავლესი: "მცირედ რაჲ ანგელოზთა დაკლებულად" (2,7).

თარგმანი: ამისთჳს, რამეთუ სამი დღე დაყო ჯოჯოხეთს შინა.

პავლესი: და განათავისუფლნეს, რომელნი-იგი შიშითა სიკუდილისაჲთა მარადის ცხორებად თანამდებ იყვნეს კირთებასა (2,15).

თარგმანი: რამეთუ ვიდრემდის-იგი ნათლისღებაჲ არა მოცემულ იყო, ყოველნივე ყოველთა დღეთა ცხორებისა მათისათა თანამდებ იყვნეს მონებასა, რამეთუ ამისთჳს თქუა, ვითარმედ: "მარადის ცხორებად", ესე იგი არს, ვითარმედ: ყოლადვე ცხორებასა მათსა.

მოციქულისაჲ: "რამეთუ არასადა ანგელოზთაჲთ...

თავი ბ̂. სიყუარულისათჳს, რომლისა თჳნიერ შეუძლებელ არს ცხორებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

მოციქულისაჲ: ძმანო, არა მცნებასა ახალსა მივსწერ თქუენდა, არამედ მცნებასა პირველსა, რომელი გაქუნდა დასაბამითგან. მცნებაჲ იგი პირველი არს სიტყუაჲ იგი, რომელი გესმა პირველითგან (2,7).

თარგმანი: ვითარმედ არა ახალი არს შჯული სიყუარულისაჲ, რომელი-იგი პირველ დასაბამითგანვე დაუნერგავს დამბადებელსა ბუნებასა შინა ჩუენსა, ვითარ-იგი პირუტყუნიცა და საცხოვარნი აღიძრვიან თჳსებად და სიყუარულად ურთიერთას. ამისთჳს კაცთა რაბამ უჴმს მოსწრაფებაჲ თჳსებისათჳს ურთიერთას, ვითარცა სიტყჳერებითა და გულისჴმის-ყოფითა...

სარჩევი

1. კაცის შექმნის განსაკუთრებულობა (2:7)

ვხედავ, რა დაუოკებელია თქვენი სურვილი, რა დიდია მოშურნეობა და რა დაძაბულია გონება, რა დიდი სიამოვნებითა და ყურადღებით უსმენთ სულიერ მოძღვრებას, და ამიტომ, თუმცა საკუთარ დიდ სიღარიბეს ვაცნობიერებ, მაინც ვცდილობ, მუდამ და ყოველდღე ეს ჩემი ღარიბი და მწირი ტრაპეზი შეგთავაზოთ, იმ რწმენით, რომ მოშურნეობით აღგზნებულნი, ნათქვამს სიამოვნებით მიიღებთ, როგორც ეს ხორციელ საზრდელთან ხდება — ყველამ იცის. როცა სტუმრებს კარგი მადა აქვთ, თუნდაც ტრაპეზი ღარიბი იყოს და...