მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

განმარტებები

მოიძებნა 2298 განმარტება
კორინთელთაჲ ბ ებისტოლე თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

პავლესი: უკუეთუ ვინმე შემაწუხა, არა მე შემაწუხა, არამედ ზოგს-რაჲმე (2,5).

თარგმანი: იტყჳს, ვითარმედ: ვიცი, რამეთუ ჩემ თანა თქუენცა განჰრისხენით სიძვასა მას ზედა და არა მე ოდენ მევწუხენ, არამედ ზოგად შევწუხენით მას ზედა მეცა და თქუენცა.

პავლესი: კმა არს შერისხვაჲ ეგევითარსა მას, ნუ უმეტესითა მწუხარებითა დაინთქას (2,6-7).

თარგმანი: ეშინოდა მოციქულსა, ნუ-უკუე რაჲ. იგი ქმნა იუდა, ქმნას მანცა, და ამისთჳს უბრძანებს, რაჲთა ნუგეშინის-სცენ და შეიწყნარონ.

პავლესი: მიმიმადლებიეს თქუენ ძლით...

ფილიპელთა მიმართ ებისტოლე თავი 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

პავლესი: არა ნატაცებად შეირაცხა თავი თჳსი სწორებად ღმრთისა (2,6).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ, არა თუ მოტაცებით აქუნდა დიდებაჲ იგი, არამედ ბუნებითი იყო მისი და შეურყეველი, და არაოდეს შესაძლებელ იყო, თუმცა განეშორა მას, ვითარცა-იგი მოიტაცის რაჲმე ვინ და აქუნ იგი შიშით და ვერ დასდებნ ქუე, რამეთუ ეშინინ, ვითარმედ წარ-ვინმე-უღოს, ხოლო ღმერთსა დიდებაჲ თჳსი ბუნებით აქუს, და ამას იტყჳს მოციქული, ვითარმედ: ძემან ღმრთისამან არა შეიშინა გარდამოსლვად ზეცით, რამეთუ არა თუ ნატაცებად შეჰრაცხა...

გალატელთა მიმართ ეპისტოლე თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მოციქულისაჲ: ხოლო მათ, რომელნი ჰგონებდეს ყოფად რაჲმე, რომელნი მყოფ ოდესმე იყვნეს, არარაჲ უმჯობეს ჩემდა (2,6).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ, რომელნი პირველ ჩემსა მოციქულნი იყვნეს, არარაჲ მისწავიეს მათგან, რამეთუ, დაღაცათუ იგინი დიდნი არიან, არა თუ ღმერთი მათსა ქადაგებასა შეუთქს, რამეთუ არა არს მას თანა თუალთღებაჲ. და არა თქუა "რომელნი მყოფ არიან", არამედ — "რომელნი მყოფ ოდესმე იყვნეს", რაჲთამცა გამოაჩინა, ვითარმედ მათ ყოველთა მოციქულთაცა დაეტევა წინადაცუეთილებისა ქადაგებაჲ, რამეთუ...

სარჩევი