1. შესავალი და დაბადების წიგნის კითხვა (2:4-6)
აჰა, დღეს აღვასრულებთ ჩვენს აღთქმას, ჩვეულ სწავლებას შემოგთავაზებთ და წინათ ნათქვამს იმას შევუერთებთ, რაზეც ახლა უნდა ვილაპარაკოთ. თქვენ იცით, რომ ერთხელ და მეორედ ვეცადეთ და ვისურვეთ ამის გაკეთება, მაგრამ ჩვენს ძმებზე მზრუნველობამ ჩვენი ენა მათი შეგონებისკენ მიიზიდა. ხან უძლურ ძმებს ვარწმუნებდით, რომლებიც ჩვეულებას მისდევდნენ და ამ სულიერ კრებას შორდებოდნენ, რითაც წმიდა დღესასწაულზე ჩვენს სიხარულს არღვევდნენ; მათ მტკიცედ ვურჩევდით და...
















