...ოუშვა; და როცა წინასწარმეტყველები ტყვეობით, მონობითა და სიყმილებით ემუქრებოდნენ, ისინი საწინააღმდეგოს ამბობდნენ: მშვიდობას, უხვმოსავლიანობასა და უთვალავ სიკეთეთა ტკბობას.
ამიტომ წინასწარმეტყველებიც მათ საყვედურით ეუბნებოდნენ: „მშჳდობაჲ, მშჳდობაჲ! და სადა არს მშჳდობაჲ?“ (). და ვინც საღვთო სიტყვის მცოდნეთაგანია, იცის, რომ მთელი ძალით მოქმედებს ყველაფერი, რაც წინასწარმეტყველებმა ცრუწინასწარმეტყველთა წინააღმდეგ თქვეს, რადგან ისინი ხალხის გულმოდგინებას ასუსტებდნენ. რადგან ამგვარად ასუსტებდნენ და ხალხს რყვნიდნენ, ღმერთი წინასწარმეტყველთა მეშვეობით ამბობს: „მე ვარ ღმერთი, რომელი ვიქმ მშჳდობასა და აღვაგებ ბოროტთა“ ().10 და რომელი ბოროტებები იგულისხმება? ეს უკვე ნათქვამი: ტყვეობა, მონობა და ყოველივე ამგვარი; არა სიძვას, თავაშვებულობას, ანგარებას და არც არაფერს ამგვართაგან....