...თუმცა მსხვერპლებზე მრავალი სიტყვაა ნათქვამი; მაგრამ იგი მათზე სჯულს იმიტომ კი არ ადგენს, რომ ეს უპირველესად თვითონ სურდა, არამედ იმიტომ, რომ მათ უძლურებამდე დამდაბლებით ეშვებოდა. იერემიაც ამბობს: „რაჲსათჳს გუნდრუკსა საბაჲთ მომართუამთ მე და კინამომოსა ქუეყანით შორით“ ()? და, შეიძლება ითქვას, ყველა წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ამაში დიდი არაფერია. ამიტომ თვითონაც დაწყებისას ასე თქვა: „ღმერთი შენი ვარი მე“ (); და აქედანვე აჩვენებდა, რომ ასეთი მსახურების წესი მისი ღირსი არ არის.
რადგან ღმერთს კვამლითა და შეწირულის სუნით კი არ უნდა ემსახურებოდნენ, არამედ საუკეთესო, უსხეულო და გონისმიერი ცხოვრებით. გარეშეთა დემონები კი ასე როდი იქცევიან, არამედ სწორედ ამასაც ეძებენ. როგორც ჩანს, ამას ელინთა შორის ერთი პოეტიც აჩვენებს, როცა ამბობს: „რადგან ესაა პატივი, რომელიც წილად გვერგო“. მაგრამ ჩვენი ღმერთი ასე არ არის....