მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება იერემიასი 6:29

28. ყოველნივე უსმნი მავალნი დრკუდ, ვითარცა რვალი და რკინა, ყოველნი განხრწნილ არიან.29. მოაკლდა საბერველი ცეცხლისაგან, მოაკლდა ბრპენი, ცუდი სადმე ვეცხლისმჭედლობს. უკეთურებანი მათნი არა დადნეს.30. ვეცხლ გამოუცდელ უწოდეთ მათ, რაჲთა გამოუცდელ-ყვნა იგინი უფალმან (ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ყოველმან იუდეამან).
წინასწარმეტყველება იერემიასი თავი 6
29. მოაკლდა საბერველი ცეცხლისაგან, მოაკლდა ბრპენი, ცუდი სადმე ვეცხლისმჭედლობს. უკეთურებანი მათნი არა დადნეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თესალონიკელთა მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. ღვთის სიტყვის კრძალვითი მოსმენა:

...მ ერთი და იგივეა; ხოლო როცა გეკითხებიან, ისე იქცევი, თითქოს არასოდეს მოგესმინოს. თუ ერთი და იგივეა, უნდა გცოდნოდა ისინი; შენ კი არ იცი. გოდების ღირსია დღევანდელი მდგომარეობა, გოდებისა და ვაებისა, რადგან „ცუდი სადმე ვეცხლისმჭედლობს." ()

განსაკუთრებით სწორედ ამიტომ უნდა მიგეპყროთ ყურადღება — იმიტომ, რომ ერთი და იგივეა, არავითარ შრომას არ გაძლევთ და არც რაიმე უცხოსა და შეცვლილს ვამბობთ. მაშ, რა? რადგან საღვთო წერილის საკითხავებზე ამბობ, რომ ერთი და იგივეა, ხოლო ჩვენი ნათქვამი ერთი და იგივე არ არის, არამედ მუდამ ახალს ვამბობთ, ნუთუ ჩვენს ნათქვამს აქცევთ ყურადღებას? არავითარ შემთხვევაში; არამედ, თუ ვიტყვით: „ჩვენს ნათქვამსაც რატომ არ იმახსოვრებთ?“ — ამბობთ: „ერთხელ ვისმენთ და როგორ შეიძლება დამახსოვრება?“ ხოლო თუ ვიტყვით: „საღვთო წერილის საკითხავებს რატომ არ აქცევთ ყურადღებას?“ — ამბობთ: „მუდამ ერთი და იგივე ითქმის.“ ასე ყოველი მხრიდან სიზარმაცისა და თავის მართლების სიტყვებია....

სრულად ნახვა