ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მაშინ მოუჴდა იესუს პეტრე და ჰრქუა: უფალო, რაოდენგზის შემცოდოს ძმამან ჩემმან, და მიუტეო მას? ვიდრე შჳდგზისამდეა? ჰრქუა მას იესუ: არა გეტყჳ შენ ვიდრე შჳდგზისამდე, არამედ ვიდრე სამეოცდაათჯერ შჳდგზის“ (18,21-22).
ჰგონებდა პეტრე, თუ დიდი რაჲმე თქუა შჳდგზის მიტევებაჲ, და ეტყჳს, ვითარმედ: უფალო, ესე, რომელი გჳბრძანე ქმნად, რავდენგზის ვქმნა? უკუეთუ ყოვლადვე ცოდვიდეს ძმაჲ იგი და ყოვლადვე ვამხილებდე და მოვიდოდის სინანულად, რავდენგზის გჳბრძანებ, რაჲთა თავს-ვიდებდეთ მისსა? რამეთუ...


