მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 18:34

33. არა ჯერ-იყო შენდაცა, რაჲთამცა შეიწყალე შენ შენ თანა მონაჲ იგი, ვითარცა მე შენ შეგიწყალე?34. და განურისხნა უფალი იგი მისი და მისცა იგი ჴელთა მტანჯველთასა, ვიდრემდის გარდაიჴადოს ყოველი იგი თანა-ნადები მისი.35. ეგრეთცა მამამან ჩემმან ზეცათამან გიყოს თქუენ, უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა ყოვლითა გულითა თქუენითა ცთომანი მათნი.
სახარებაჲ მათესი თავი 18
34. და განურისხნა უფალი იგი მისი და მისცა იგი ჴელთა მტანჯველთასა, ვიდრემდის გარდაიჴადოს ყოველი იგი თანა-ნადები მისი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 27. "და აღუშენა ნოე საკურთხეველი ღმერთსა" (დაბ 8:20)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. სინანულისკენ შეგონება და უმოწყალო მონის იგავი:

...), შენ კი არ შეიბრალე შენი თანამონა და თანამოძმე, არ მოდრიკე გული წყალობაზე და არ გამოუჩინე თანალმობა, არამედ უწყალო და სასტიკი აღმოჩნდი და არ ისურვე თანამონის შეწყალება? ასე რომ, ახლა საქმით შეიტყობ, რამდენი ბოროტება მიაყენე საკუთარ თავს. "და განურისხნა უფალი იგი მისი და მისცა იგი ჴელთა მტანჯველთასა" (). უყურე, ახლაც (ბატონი) მონას სწორედ თანამონისადმი სისასტიკისთვის რისხდება და მტანჯველებს აბარებს: რაც წინათ არ გაუკეთებია, როცა ასეთ თანხას ედვა ვალად, ბრძანებს გაკეთდეს ახლა. "მისცა იგი ჴელთა მტანჯველთასა, ვიდრემდის გარდაიჴადოს ყოველი იგი თანა-ნადები მისი", ვიდრე, ანუ, მონა არ დააბრუნებს იმ ათ ათას ტალანტს, რომელიც უკვე შენდობილი ჰქონდა. ძალიან დიდი და გამოუთქმელია ღვთის კაცთმოყვარეობა: როცა მოითხოვა თავისი ვალი და მოვალემ (ვადის გახანგრძლივება) ითხოვა, შეუნდო; როცა კი იხილა, რომ ის სასტიკად და უწყალოდ მოექცა თანამონას, საზღვარი დაუდო საკუთარ გულმოწყალებასაც, და მოვალეს თავად საქმით აცნობინა, რომ არა თანამონას, არამედ თავის თავს ავნო უფრო მეტად. როგორც მან (მონამ) (თანამონა) ციხეში ჩააგდო, ვიდრე ვალს არ დაფარავდა, ისე ბატონმაც იგი მტანჯველებს მისცა, ვიდრე მთელ ვალს არ დაფარავდა. ეს (უფალმა) არა უბრალოდ ტალანტებსა და დრაჰკ...

სრულად ნახვა