...ლი წყალობა ახალ-ახალი იყო ხსოვნაში, მაშინაც არ ისურვა თანალმობიანი ყოფილიყო, არამედ ჯერ ახრჩობდა (თანამონას), მერე კი ციხეში ჩასვა.
უყურე, რა ხდება შემდეგ. "ხოლო იხილეს რაჲ მის თანა მონათა მათ", — ამბობს წერილი, — "საქმე ესე, შეწუხნეს ფრიად; და მივიდეს და აუწყეს უფალსა მათსა ყოველივე იგი, რაჲცა იქმნა" (). არა თვით დაზარალებულმა (და როგორ შეძლებდა, ციხეში ჩამწყვდეული?), არამედ მისმა თანამონებმა, თუმცა პირადად არ იყვნენ შეურაცხყოფილნი, მაინც ისე შეწუხდნენ, თითქოს თავად იყვნენ შეურაცხყოფილნი, მოვიდნენ და ყველაფერი მოუყვეს (ბატონს). და უყურე, როგორ განურისხდა ბოლოს ბატონი. "მაშინ მოუწოდა მას", — ამბობს წერილი, — "უფალმან მისმან და ჰრქუა მას: მონაო ბოროტო" (). მართლაც, აქედან ჩანს, რამდენად დამღუპველია ბოროტთახსოვრობა. როცა ბატონი (მონისგან) ათი ათასი ტალანტის გადახდას მოითხოვდა, ბოროტს არ უწოდებდა; ახლა კი, როცა ეს მონა სასტიკი აღმოჩნდა თავისი თანამონისადმი, ბატონი ამბობს: "მონაო ბოროტო, ყოველივე თანანადები შენი მოგიტევე შენ, რამეთუ მევედრებოდე მე" (). უყურე, როგორ ამხელს ბატონი მონას უკიდურეს სიბოროტეში. განა შენ, ამბობს, სიტ...