...მათ 18:32). უყურე, როგორ ამხელს ბატონი მონას უკიდურეს სიბოროტეში. განა შენ, ამბობს, სიტყვების გარდა რაიმე მეტი წარმოგედგინა? და მაინც, არ მივიღე შენი თხოვნა და არ შეგინდე მთელი ეს უზარმაზარი და ურიცხვი ვალი? "არა ჯერ-იყო შენდაცა, რაჲთამცა შეიწყალე შენ შენ თანა მონაჲ იგი, ვითარცა მე შენ შეგიწყალე" ()? როგორ შეიძლება პატიება იმსახურო, თუ მე, შენმა ბატონმა, შენ ასეთი დიდი ვალი შეგინდე მხოლოდ იმ შენი სიტყვების გამო (), შენ კი არ შეიბრალე შენი თანამონა და თანამოძმე, არ მოდრიკე გული წყალობაზე და არ გამოუჩინე თანალმობა, არამედ უწყალო და სასტიკი აღმოჩნდი და არ ისურვე თანამონის შეწყალება? ასე რომ, ახლა საქმით შეიტყობ, რამდენი ბოროტება მიაყენე საკუთარ თავს. "და განურისხნა უფალი იგი მისი და მისცა იგი ჴელთა მტანჯველთასა" (). უყურე, ახლაც (ბატონი) მონას სწორედ თანამონისადმი სისასტიკისთვის რისხდება და მტანჯველებს აბარებს: რაც წინათ არ გაუკეთებია, როცა ასეთ თანხას ედვა ვალად, ბრძანებს გაკეთდეს ახლა. "მისცა იგი ჴელთა მტანჯველთასა, ვიდრემდის გარდაიჴადოს ყოველი იგი თანა-ნადები მისი", ვიდრე, ანუ, მონა არ დააბრუნებს იმ ათ ათას ტალანტს, რომელ...
სახარებაჲ მათესი 18:33
32. მაშინ მოუწოდა მას უფალმან მისმან და ჰრქუა მას: მონაო ბოროტო, ყოველივე თანანადები შენი მოგიტევე შენ, რამეთუ მევედრებოდე მე.33. არა ჯერ-იყო შენდაცა, რაჲთამცა შეიწყალე შენ შენ თანა მონაჲ იგი, ვითარცა მე შენ შეგიწყალე?34. და განურისხნა უფალი იგი მისი და მისცა იგი ჴელთა მტანჯველთასა, ვიდრემდის გარდაიჴადოს ყოველი იგი თანა-ნადები მისი.
სახარებაჲ მათესი თავი 18