მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 18:32

31. ხოლო იხილეს რაჲ მის თანა მონათა მათ საქმე ესე, შეწუხნეს ფრიად; და მივიდეს და აუწყეს უფალსა მათსა ყოველივე იგი, რაჲცა იქმნა.32. მაშინ მოუწოდა მას უფალმან მისმან და ჰრქუა მას: მონაო ბოროტო, ყოველივე თანანადები შენი მოგიტევე შენ, რამეთუ მევედრებოდე მე.33. არა ჯერ-იყო შენდაცა, რაჲთამცა შეიწყალე შენ შენ თანა მონაჲ იგი, ვითარცა მე შენ შეგიწყალე?
სახარებაჲ მათესი თავი 18
32. მაშინ მოუწოდა მას უფალმან მისმან და ჰრქუა მას: მონაო ბოროტო, ყოველივე თანანადები შენი მოგიტევე შენ, რამეთუ მევედრებოდე მე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 27. "და აღუშენა ნოე საკურთხეველი ღმერთსა" (დაბ 8:20)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. სინანულისკენ შეგონება და უმოწყალო მონის იგავი:

...ჩამწყვდეული?), არამედ მისმა თანამონებმა, თუმცა პირადად არ იყვნენ შეურაცხყოფილნი, მაინც ისე შეწუხდნენ, თითქოს თავად იყვნენ შეურაცხყოფილნი, მოვიდნენ და ყველაფერი მოუყვეს (ბატონს). და უყურე, როგორ განურისხდა ბოლოს ბატონი. "მაშინ მოუწოდა მას", — ამბობს წერილი, — "უფალმან მისმან და ჰრქუა მას: მონაო ბოროტო" (). მართლაც, აქედან ჩანს, რამდენად დამღუპველია ბოროტთახსოვრობა. როცა ბატონი (მონისგან) ათი ათასი ტალანტის გადახდას მოითხოვდა, ბოროტს არ უწოდებდა; ახლა კი, როცა ეს მონა სასტიკი აღმოჩნდა თავისი თანამონისადმი, ბატონი ამბობს: "მონაო ბოროტო, ყოველივე თანანადები შენი მოგიტევე შენ, რამეთუ მევედრებოდე მე" (). უყურე, როგორ ამხელს ბატონი მონას უკიდურეს სიბოროტეში. განა შენ, ამბობს, სიტყვების გარდა რაიმე მეტი წარმოგედგინა? და მაინც, არ მივიღე შენი თხოვნა და არ შეგინდე მთელი ეს უზარმაზარი და ურიცხვი ვალი? "არა ჯერ-იყო შენდაცა, რაჲთამცა შეიწყალე შენ შენ თანა მონაჲ იგი, ვითარცა მე შენ შეგიწყალე" ()? როგორ შეიძლება პატიება იმსახურო, თუ მე, შენმა ბატონმა, შენ ასეთი დიდი ვალი შეგინდე მხოლოდ იმ შენი სიტყვების გამო (

სრულად ნახვა
თავი თ̂. განწესებაჲ სახლეულთაჲ წესიერებისათჳს და უფალთა და მონათაჲ ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უწყოდეთ, რამეთუ თქუენი და მათი უფალი ცათა შინა არს და თუალთ-ღება არა არს მის თანა (6,9).:

...ნებელად, ნუვე უყოფთ სიტყუასა მას საქმით.

მოციქულისაჲ: უწყოდეთ, რამეთუ თქუენი და მათი უფალი ცათა შინა არს და თუალთ-ღება არა არს მის თანა (6,9).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: რომლითა საწყაულითა მიუწყო, მითვე მოგეწყოს. ამისთჳს გეშინოდენ, რაჲთა არა გესმას: "მონაო ბოროტო, ყოველი თანანადები მიგიტევე შენ..." () და შემდგომი ამისი.

სრულად ნახვა