თ ა რ გ მ ა ნ ი: არღარა თქუა, თუ: მამამან თქუენმან, არამედ: „მამამან ჩემმანო“. რამეთუ ვინაჲთგან ძჳრისმოჴსენეთა და უწყალოთა მიმართ მიაქცია სიტყუაჲ თჳსი, არცა ღირს იყო მამად მათა წოდებად ღმრთისა, ესევითართა უკეთურთა და უმადლოთა.
აწ უკუე გულისჴმა-ყავთ, ვითარმედ იგავი ესე ორსა საქმესა გუასწავებს: ერთად, რაჲთა მეცნიერ ვიყვნეთ სიმრავლესა მას თანანადებთა ჩუენთასა, და თავთა თჳსთა ვაბრალებდეთ, და ლმობიერად შეუვრდებოდით ღმერთსა, და ვითხოვდეთ წყალობასა და შენდობასა; და მეორედ, რაჲთა გულსმოდგინედ შეუნდობდეთ მოყუასთა ჩუენთა ყოველსავე ცთომასა და ამით ჯერითა ჩუენთაცა ცოდვათა შენდობასა ადვილ-ვჰყოფდეთ. ხოლო არა ესრეთ ლიტონად და ორგულებით ბრძანებს მიტევებასა, არამედ „ყოვლითა გულითა“.