მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 24:2

1. და გამოვიდა იესუ ტაძრისა მისგან და წარვიდოდა. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და უჩუენებდეს შენებულსა მას ტაძრისასა.2. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა ჰხედავთა ამას ყოველსა? ამენ გეტყჳ თქუენ: არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს.3. და ვითარცა დაჯდა იგი მთასა მას ზეთისხილთასა, მოუჴდეს მას მოწაფენი თჳსაგან და ეტყოდეს: მითხარ ჩუენ, ოდეს იყოს ესე, და რაჲ არს სასწაული იგი შენისა მის მოსლვისაჲ და აღსასრული ამის სოფლისაჲ?
სახარებაჲ მათესი თავი 24
2. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა ჰხედავთა ამას ყოველსა? ამენ გეტყჳ თქუენ: არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნვ მოწყალებისათჳს:

...დოდით“, რაჲთა ნათელი იგი საუკუნო მოგუეცეს. რამეთუ უკუეთუ ესე ნათელი ესრეთ კეთილ არს, გულისხმა-ყავ, თუ რაბამ იყოს იგი, რამეთუ რაოდენ მცირისა სანთლისა ნათელსა მზისა ბრწყინვალებაჲ უმჯობეს არს და უდიდებულეს? და ამისთჳს თქუმულ არს, ვითარმედ: „მზეცა დაბნელდეს“ მის ნათლისა დიდებულებისაგან. ხოლო უკუეთუ ამას სოფელსა შინა სახლთა ნათელთა და შუენიერთათჳს ფრიადსა ვიქმთ წარსაგებელსა და შრომასა, არა ჯერ-არსა, რაჲთა სრულიად ჴორცნი ჩუენნი მოვაკუდინნეთ და წარვწყმიდნეთ, რაჲთა საუკუნესა მას მოვიგოთ სოფელი დიდებული, სადა-იგი ნათელი თუალშეუდგამი არს? რამეთუ აქა ჭირი გჳჴმს და შფოთნი და საშჯელნი და შურნი სხუათა თანა, ხოლო მუნ არარაჲ არს ესევითარი: არცა შური, არცა ჴდომაჲ, არცა საშჯელი ზღვართათჳს. და ამის სოფლისა საყოფელთა უეჭუელად დატევებაჲ თანაგუაც, ხოლო იგი საუკუნოდ ჰგიეს; და ესე ყოველი წარჴდეს, ხოლო იგი დაუძუელებელ არს. ამას, გლახაკი თუ იყოს, ვერ მოიგებს, ხოლო მისი ორითა დანგითა შესაძლებელ არს მოგებაჲ, ვითარცა ქურივმან მან ქმნა.

ამისთჳს მწუხარე ვარ, რომელ ესეოდენნი კეთილნი ჩუენდა წინამდებარე არიან, და ჩუენ ესრეთ უდებ ვართ. რაჲთამცა აქა ბრწყინვალენი სახლნი აღვაშენენით, მოსწრაფე ვართ, ხოლო მუნ არა გუ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა აქა არს ქრისტჱ, გინა იქი, ნუ გრწამნ. რამეთუ აღდგენ ქრისტემტყუვარნი და ცრუწინაჲსწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნი-შებსა ვიდრე ცთუნებადმდე, უკუეთუმცა შეუძლეს, რჩეულთა მათცა. აჰა ესერა წინაჲსწარ გარქუ თქუენ. უკუეთუ გრქუან თქუენ: უდაბნოსა არს, ნუ განხუალთ; აჰა ესერა საუნჯეთა შინა არს, ნუ გრწამნ. რამეთუ ვითარცა ელვაჲ რაჲ გამობრწყინდის მზისა აღმოსავალით და ჩანნ ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ. რამეთუ სადაცა დაეცეს მძორი, მუნცა შეკრბეს ორბები“ (24,23-28).:

...გრქუას თქუენ: აჰა აქა არს ქრისტე, გინა იქი, ნუ გრწამნ“. ოდეს „მაშინ“? გულისჴმა-ყავ კეთილად, რამეთუ ვითარცა მრავალგზის მითქუამს, ამას ადგილსა ესე სიტყუაჲ, თუ: „მაშინ“, არა შედგომილებასა მოასწავებს ზემოთქუმულთასა. რამეთუ სადა შედგომილებასა მოასწავებდა, თქუა: „ხოლო მეყსეულად შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსაო“. ხოლო აქა არა ესრეთ, არამედ აღასრულა რაჲ პირი იგი იერუსალჱმისა მოოჴრებისაჲ, შეუდგინა და თქუა, „მაშინო“. არა თუ მაშინ, ოდეს იერუსალჱმი მოოჴრდეს, არამედ ოდეს ჟამი იგი მოვიდეს, ოდეს აღესრულებოდის, რომელსა ეგულების აწ თქუმად. ეგრეთვესახედ დაწყებასა სახარებისასა ქმნა მახარებელმან, რამეთუ წარმოთქუა შობაჲ იესუჲსი ქალწულისაგან და მოსლვაჲ მოგუთაჲ და შთასლვაჲ უფლისაჲ ეგჳპტედ და კუალად მიერ აღმოსლვაჲ და სიკუდილი ჰეროდესი, და მეყსეულად დაურთო და თქუა: „მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლისმცემელი“. ხოლო იგი შემდგომად ოცდაათისა წლისა მოვიდა. ამისთჳს საცნაურ არს, ვითარმედ არა თუ მათ დღეთათჳს თქუა, ოდეს უფალი ჩჩჳლღა იყო, არამედ იგი თხრობაჲ აღასრულა და მერმე თქუა: „მათ დღეთა შინაო“, ოდეს-იგი იქმნა მოსლვაჲ იოვანესი. ეგრეთვე ამას ადგილსა ჟამსა მას, რომელი ყოფად იყო შორის იერუსალჱმისა წარტყუენვისა და ყო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ი
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მათ დღეთა შინა მოვიდა იოვანე ნათლისმცემელი, ქადაგებდა უდაბნოსა ჰურიასტანისასა და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ (3,1-2).:

...სიშორე შორის ჟამისა მის იერუსალჱმისა წარტყუენვისა და მეორედ მოსლვისა უფლისა, ხოლო უფალმან მიუთხრა რაჲ დარღუევისათჳს იერუსალჱმისა და აღასრულა სიტყუაჲ იგი და ეგულებოდა სიტყუად მეორედ მოსლვისათჳს, პირველთქუმულთა მათ ზედა დაურთო და თქუა: „მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა აქა არს ქრისტე, გინა იქი, ნუ გრწამნ“. არა თუ ამას მოასწავებდა, თუ დღეთა მათ იერუსალჱმისა წარტყუენვისათა იყოს მოსლვაჲ იგი ანტესი, არამედ პირველი იგი სიტყუაჲ აღასრულა, და იწყებდა რაჲ ანტესთჳს და სახეთათჳს მეორედ მოსლვისა-თა, თქუა, ვითარმედ: „მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ“, და შემდგომი ამისი. ეგრეთვე ამას ადგილსა ქმნა მახარებელმან; „მათ დღეთა შინაო“, არა თუ პირველთქუმულისა საქმისა დღეთა, არამედ მათ დღეთა, რომელ-თა შინა იქმნა, რომელსა-იგი აწ ეგულების თქუმად.

ხოლო გამოეძიებენ ვინმე და იტყჳან, ვითარმედ: რაჲსათჳს შემდგომად ოცდაათისა წლისა მოვიდა ნათლის-ღებად იესუ? ვთქუათ უკუე ამისთჳს, ვითარცა უფალმან მომცეს სიტყუაჲ. ეგულებოდა უფალსა შემდგომად ნათლის-ღებისა დაჴსნად წესთა ძუელისა მის შჯულისათა; ამისთჳს დაადგრა ვიდრე მის ჰასაკისამდე, რომელი-იგი ყოველთა ცოდვათა შემწყნარებელ არს, და აღასრულა ყოველივე წესი წინაწარმეტყუელისაჲ მის, რაჲთა ვერვის ჴელ-ეწიფოს თქუმად, ვითარმედ ვერ...

სრულად ნახვა