1.ღმერთი დადგა შესაკრებელსა ღმერთთასა, ხოლო შორის ღმერთნი განიკითხნეს.2.ვიდრემდის შჯიდეთ სიცრუესა და თუალთა აღებდეთ ცოდვილთა?3.უსაჯეთ ობოლსა და გლახაკსა, და მდაბალი და დავრდომილი განამართლეთ;4.განარინეთ გლახაკი და დავრდომილი და ჴელთაგან ცოდვილისათა იჴსენით იგი.5.არა ცნეს, არცა გულისჴმა-ყვეს და ბნელსა შინა ვლენან; შეიძრნედ ყოველნი საფუძველნი ქუეყანისანი.6.მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი;7.ხოლო თქუენ, ვითარცა კაცნი, მოსწყდებით და, ვითარცა ერთი მთავართაგანი, დაეცემით.8.აღდეგ, ღმერთო, განსაჯე ქუეყანა, რამეთუ შენ დაიმკჳდრო ყოველთა შორის წარმართთა.
...ველთა სისხლი დაღვარეს. ღმერთი მეფესთანაა შედარებული. იგი წარმოჩნდება არა ისეთად, როგორიც არის, არამედ ისეთად, როგორიც ჩვენს წინაშე უნდა წარმოჩნდეს. რაჟამს ჩვენ, კაცნი, ვემორჩილებით რა კაცობრივ სისუსტეებს, ვკვდებით, ღმერთი კაცად გვეჩვენება, ხოლო როცა ღმრთის მსგავსად ვცხოვრობთ, ღმერთი ღმერთთა კრებულში წარმოგვიდგება (). ასევე, უკეთუ ვითარცა ცხოველნი, ისე ვცხოვრობთ, იგიც ჩვენთვის ან ვეფხვია, ან დათვი, ან კიდევ ლომი. აუღლებს რა მას ყველა კეთილსახიერ სულთან, ღმერთი თავისი ძისთვის ქორწილს იხდის, სიძე ქრისტეა, სასძლო კი ეკლესია და, საერთოდ, ყოველი სული; პირველად მონები - მოსე და მისი თანამედროვე წმინდანები წარიგზავნენ, რომელთაც ებრაელებმა არ დაუჯერეს და, ანაწყენებდნენ რა ღმერთს უდაბნოში, ორმოცი წლის განმავლობაში ღმრთის სიტყვისა და სულიერი სიხარულის შეწყნარება არ მოისურვეს. შემდეგ სხვა მონები - წინასწარმეტყველები იქნენ წარგზავნილნი. მაგრამ ებრაელებმა ზოგიერთი მათგანი მოკლეს, როგორც მაგალითად ესაია, ხოლო ზოგიც, შეურაცხყვეს როგორც იერემია, რომელიც ბინძურ თხრილში ჩააგდეს. შედარებით ზომიერებმა საერთოდ უარი თქვეს მიწვევაზე, მათგან ზოგიერთი საკუთარ მინდორში წავიდა, ანუ ხორციელი ტკბობით აღსავსე ცხოვრებისა და ნებივრობისაკენ მიიდრიკა, რადგანაც მინდორი ყოვე...
...აჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს“** ()1, — ამბობს. სახელიც გაგვიზიარა: „მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი;“ ().და კვლავ: „აჰა ეგერა, მიგეც შენ ღმერთად ფარაოს“ ().და ხორციელთა და უსხეულოთა შემოქმედადაც გვაქცია.და ხან მოსე გარდაქმნის ქმნილებას, ხან სხვები — სხვა სტიქიებს; ჩვენ კი გვიბრძანა, რომ ჩვენივე თავი ავუშენოთ მას ტაძრად.ამრიგად, თუნდაც ცას არ ქმნიდე, მაინც ღვთის ტაძარს ქმნი.რადგან ცაც ამიტომ არის ბრწყინვალე, რომ მასში ღმერთი მკვიდრობს; უფრო სწორად კი, ქრისტეს მიერ ჩვენც ზეცაში ვიმყოფებით.რადგან ამბობს: „და თანა-აღმადგინნა და თანა-დამსხნა ზეცათა შინა ქრისტე იესუჲს მიერ“ (); და მოგვცა, რომ უფრო დიდი საქმეებიც...