...მ ასეთები და ასეთთაგანნი ასეთ ბოროტებამდე დაეშვნენ. და კვლავ ღმერთი ამბობს: „მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი;“ () „ხოლო თქუენ, ვითარცა კაცნი, მოსწყდებით“ (). და იხილე წინასწარმეტყველის გონიერება. მან ჯერ აჩვენა ღვთის ძალა, მისი სიუხვე, მოხერხებულობა, სიკეთე და კაცთმოყვარეობა, რადგან ნათქვამია: „ჭირსა ჩემსა განმივრცე მე“ და „მიწყალე მე“ (); შემდეგ კი, როცა ადამიანებში დაღვრილ ბოროტებასა და უღმრთოების ტირანიას ხედავს, თითქოს მწუხარებისგან იხრჩობოდეს, სიტყვას ბოროტებაში მცხოვრებთ მიუბრუნებს და თითქმის ამას ამბობს: ასეთი ღმერთი გყავთ - ასეთი კეთილი, ასეთი კაცთმოყვარე, ასეთი ძლიერი - და როგორ გადაუხვიეთ უღმრთოებისკენ? და ნახე შეგონება: როგორ არის იგი ერთდროულად რისხვითაც, ნაზობითაც და სიბრძნითაც სავსე.
რას ამბობს? **„ძენო კაცთანო, ვიდრემდის გულფიც...