მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 81:8

7. ხოლო თქუენ, ვითარცა კაცნი, მოსწყდებით და, ვითარცა ერთი მთავართაგანი, დაეცემით.8. აღდეგ, ღმერთო, განსაჯე ქუეყანა, რამეთუ შენ დაიმკჳდრო ყოველთა შორის წარმართთა.
ფსალმუნნი თავი 81
8. აღდეგ, ღმერთო, განსაჯე ქუეყანა, რამეთუ შენ დაიმკჳდრო ყოველთა შორის წარმართთა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ესაიას განმარტება, თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
8.:

...ავლეს უწოდებს, „შემუსვრას“ - მათ დაცემას, ხოლო ღვთის „აღდგომას“ - მის გამოსვლას დასახმარებლად. რადგან დავითიც ასე ამბობს: „აღდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი“ (); და კიდევ: „აღდეგ, ღმერთო, განსაჯე ქუეყანა“ (), რითაც ღვთის მოქმედებებს ადამიანური სახეებით გამოსახავს. რადგან ნათქვამია: „თვალნი უფლისანი მაღალ, ხოლო კაცი მდაბალ“ (). შემდეგ, რათა მაშინ მსმენელთაგან არავინ დაეჭვებულიყო ნათქვამში, რადგან მოსახდენი ძალიან მოულოდნელი და ყოველგვარ მოლოდინზე აღმატებული იყო, წინასწარმეტყველი მიმართავს მოქმედის ძალას და იმ ადამიანთა უმნიშვნელობას, ვისაც ეს უნდა დაემართოს. რადგან ამბობს: არაფერია ღმერთზე უფრო მაღალი და არც ადამიანებზე უფრო უმნიშვნელო. ამიტომ ნუ გაგიკვირდება, თუ ეს დიდი და ძლიერი ასე ერთბაშად შეძლებს უმნიშვნელოთა დამდაბლებას. და კარგად თქვა: „თვალნი უფლისანი მაღალ“ (...

სრულად ნახვა