მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 81:1

1. ღმერთი დადგა შესაკრებელსა ღმერთთასა, ხოლო შორის ღმერთნი განიკითხნეს.2. ვიდრემდის შჯიდეთ სიცრუესა და თუალთა აღებდეთ ცოდვილთა?
ფსალმუნნი თავი 81
1. ღმერთი დადგა შესაკრებელსა ღმერთთასა, ხოლო შორის ღმერთნი განიკითხნეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

მათეს სახარების განმარტება - თავი XXII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
22:1-10 — იგავი საქორწინო პურობისა:

...ველთა სისხლი დაღვარეს. ღმერთი მეფესთანაა შედარებული. იგი წარმოჩნდება არა ისეთად, როგორიც არის, არამედ ისეთად, როგორიც ჩვენს წინაშე უნდა წარმოჩნდეს. რაჟამს ჩვენ, კაცნი, ვემორჩილებით რა კაცობრივ სისუსტეებს, ვკვდებით, ღმერთი კაცად გვეჩვენება, ხოლო როცა ღმრთის მსგავსად ვცხოვრობთ, ღმერთი ღმერთთა კრებულში წარმოგვიდგება (). ასევე, უკეთუ ვითარცა ცხოველნი, ისე ვცხოვრობთ, იგიც ჩვენთვის ან ვეფხვია, ან დათვი, ან კიდევ ლომი. აუღლებს რა მას ყველა კეთილსახიერ სულთან, ღმერთი თავისი ძისთვის ქორწილს იხდის, სიძე ქრისტეა, სასძლო კი ეკლესია და, საერთოდ, ყოველი სული; პირველად მონები - მოსე და მისი თანამედროვე წმინდანები წარიგზავნენ, რომელთაც ებრაელებმა არ დაუჯერეს და, ანაწყენებდნენ რა ღმერთს უდაბნოში, ორმოცი წლის განმავლობაში ღმრთის სიტყვისა და სულიერი სიხარულის შეწყნარება არ მოისურვეს. შემდეგ სხვა მონები - წინასწარმეტყველები იქნენ წარგზავნილნი. მაგრამ ებრაელებმა ზოგიერთი მათგანი მოკლეს, როგორც მაგალითად ესაია, ხოლო ზოგიც, შეურაცხყვეს როგორც იერემია, რომელიც ბინძურ თხრილში ჩააგდეს. შედარებით ზომიერებმა საერთოდ უარი თქვეს მიწვევაზე, მათგან ზოგიერთი საკუთარ მინდორში წავიდა, ანუ ხორციელი ტკბობით აღსავსე ცხოვრებისა და ნებივრობისაკენ მიიდრიკა, რადგანაც მინდორი ყოვე...

სრულად ნახვა