...აღმოსვლამდე“, რათა დილა გამოაჩინოს. სხვაგან კი, როცა მის ბუნებამდე ამბობს, „აღმოსვლის წინ“ კი არ ამბობს, არამედ „მზის წინ“, როგორც ამბობს: „უწინარეს მზისა ეგოს სახელი მისი“ () და „წინა მთოვარისა ნათესავით ნათესავადმდე“ (). ამიტომ, როგორც სხვაა „მზის წინ“ და სხვაა „მზის აღმოსვლის წინ“: ერთი მზის ქმედებასა და დილას აღნიშნავს, მეორე კი ბუნებას; ასევე აქაც, ღამის ჩვენება რომ ნდომოდა, არ იტყოდა „მთიების წინ“, არამედ „მთიების აღმოსვლის წინ“. სხვაგვარადაც: ქრისტემ ეს ფსალმუნი არა ჴორცისამებრ განგებულებას, არამედ სულისამებრ შობას მიაკუთვნა.
რადგან იუდეველებს უთხრა: „ვითარ ჰგონებთ თქუენ ქრისტესთჳს, ვისი ძე არს?“; და რადგან მათ თქვეს: „დავითისი“ (), ფსალმუნი დაუმატა და თქვა: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა“ (); და კვლავ: „უკუეთუ დავით სულითა უფლად ხადის მას, ვითარ ძე მისი არს?“ (