მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 71:7

6. გარდამოჴდეს ვითარცა წჳმაჲ საწმისსა ზედა და ვითარცა ცუარი რა ცურინ ქუეყანასა ზედა.7. გამოაბრწყინვოს დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშჳდობაჲ, ვიდრემდის განკაფდეს მთოვარე.8. და უფლებდეს იგი ზღჳთ-ზღუადმდე და მდინარითგან კიდედმდე სოფლისა.
ფსალმუნნი თავი 71
7. გამოაბრწყინვოს დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშჳდობაჲ, ვიდრემდის განკაფდეს მთოვარე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე თჳსი პირმშოჲ, და უწოდა სახელი მისი იესუ“ (1,25).:

...და კუალად წერილ არს დაბადებასა შინა: „არა მოიქცა ყორანი იგი ნოესა, ვიდრემდე განჴმა ქუეყანაჲ“. არა თუ ამას მოასწავებს, ვითარმედ შემდგომად განჴმობისა მოიქცა. და კუალად წერილ არს: „გამობრწყინდეს დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშჳდობაჲ, ვიდრემდე განკფდეს მთოვარე“. არა თუ ამას იტყჳს, თუ ამისა შემდგომად არღარა ბრწყინვიდეს სიმართლე და მშჳდობაჲ მისი. და სხუაჲ ესევითარი მრავალი არს გამოჩინებად, ვითარმედ სიტყუაჲ ესე: ვიდრემდე ანუ ვიდრემდის - სადამდის სიტყუაჲ იგი იყოს, მოასწავებს, ხოლო აღსასრულსა მის საქმისასა და ამისა შემდგომად არღარა ყოფასა არა გამოაჩინებს.

ეგრეთვე აქა არა თუ ამისთჳს თქუა: „არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე თჳსი პირმშოჲ“, რაჲთამცა მოიგონე, თუ მისა შემდგომად იცნა, არამედ „ვიდრემდე შვა ძე თჳსი“ ამისთჳს თქუა, რაჲთა უცხოჲ იგი და საკჳრველი საქმე დაამტკიცოს უთესლოდ და უხრწნელად შობისაჲ. ხოლო შემდგომი ამისი დაიდუმა, რამეთუ საკჳრველი ესე იყო და ძნიად დასარწმუნებელი: უთესლოდ და უხრწნელად შობაჲ. აწ რომელი-ესე ძნელ იყო საცნობელად და უცხო მოგონებად, გუასწავა მახარებელმან, ხოლო რომელი-იგი ადვილ იყო და ცხად, ჩუენ დაგჳტევა გულისჴმისსაყოფელად; რამეთუ რაჲმცა იყო ამისა უმეტეს ცხად და გულისჴმისსა...

სრულად ნახვა