მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 71:17

16. იყოს სიმტკიცე ქუეყანასა შინა თავსა ზედა მთათასა, ზეშთა ამაღლდეს უფროს ლიბანისა ნაყოფი მისი, და ყუაოდიან ქალაქით გამო, ვითარცა თივა ქუეყანისა.17. იყოს სახელი მისი კურთხეულ უკუნისამდე; უწინარეს მზისა ეგოს სახელი მისი; მისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი, და ყოველი თესლები ჰნატრიდეს მას.18. კურთხეულ არს უფალი ღმერთი ისრაჱლისა, რომელმან ყვის საკჳრველი მხოლომან.
ფსალმუნნი თავი 71
17. იყოს სახელი მისი კურთხეულ უკუნისამდე; უწინარეს მზისა ეგოს სახელი მისი; მისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი, და ყოველი თესლები ჰნატრიდეს მას.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 109-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
7. მარადიული შობა და თანაარსი ძე:

...არამედ: „აღმოსვლის წინ“; არა „ბუნებამდე“, რადგან მზის ბუნებამდე არაფერი მომხდარა, არამედ „მზის აღმოსვლამდე“, რათა დილა გამოაჩინოს. სხვაგან კი, როცა მის ბუნებამდე ამბობს, „აღმოსვლის წინ“ კი არ ამბობს, არამედ „მზის წინ“, როგორც ამბობს: „უწინარეს მზისა ეგოს სახელი მისი“ () და „წინა მთოვარისა ნათესავით ნათესავადმდე“ (). ამიტომ, როგორც სხვაა „მზის წინ“ და სხვაა „მზის აღმოსვლის წინ“: ერთი მზის ქმედებასა და დილას აღნიშნავს, მეორე კი ბუნებას; ასევე აქაც, ღამის ჩვენება რომ ნდომოდა, არ იტყოდა „მთიების წინ“, არამედ „მთიების აღმოსვლის წინ“. სხვაგვარადაც: ქრისტემ ეს ფსალმუნი არა ჴორცისამებრ განგებულებას, არამედ სულისამებრ შობას მიაკუთვნა.

რადგან იუდეველებს უთხრა: „ვითარ ჰგონებთ თქუენ ქრისტესთჳს, ვისი ძე არს?“; და რადგან მათ თქვეს: „დავითისი“ (), ფსალმუნი დაუმატა და თქვა: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა“ (); და კვლავ: **„...

სრულად ნახვა
ესაიას განმარტება, თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...რთმეტე ფსალმუნის შედგენას აპირებდა, იგი სოლომონს მიაწერა; მაგრამ შემდგომ ბევრად უფრო დიდი რამ იგალობა, ვიდრე სოლომონის ღირსებას შეეფერებოდა, უფრო კი - ვიდრე მთელი ადამიანური ბუნებისთვის შეიძლებოდა შესაფერისი ყოფილიყო. რადგან სიტყვებს: „უწინარეს მზისა ეგოს სახელი მისი“ () და „უწინარეს მთვარისა არს საყდარი მისი“ ()2, და სხვა ამგვარს, თვით ძალიან უგუნურთაგანაც ვერავინ იტყოდა, ადამიანურ ბუნებაზეა ნათქვამიო. ასევე იაკობმაც, როდესაც წინასწარ აუწყებდა იმას, რასაც ახლა ესაია იტყვის, და ამაზე მეტსაც, წარმართთა მოწოდებასთან ერთად სიკვდილიც თქვა, აღდგომაც და ის დროც, როდესაც ქრისტე უნდა მოსულიყო. არც მან წარმოადგინა ეს ყველაფერი გაშიშვლებულად, არამედ სათქმელი შვილის სახელის ნიღბით დაფარა და ასე წინასწარ აუწყა: გარეგნულად თითქოს იუდას მომავალს წინასწარმეტყველებდა, მაგრამ, როგორც საქმეთა დასასრული მოწმობს, წინასწარ აუწყებდა იმას, რაც ქრისტეს უნდა აღესრულებინა. რადგან იუდა არც **„მოლოდება...

სრულად ნახვა