მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 71:6

5. და თანაეგოს მზისა და წინა მთოვარისა ნათესავით ნათესავადმდე.6. გარდამოჴდეს ვითარცა წჳმაჲ საწმისსა ზედა და ვითარცა ცუარი რა ცურინ ქუეყანასა ზედა.7. გამოაბრწყინვოს დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშჳდობაჲ, ვიდრემდის განკაფდეს მთოვარე.
ფსალმუნნი თავი 71
6. გარდამოჴდეს ვითარცა წჳმაჲ საწმისსა ზედა და ვითარცა ცუარი რა ცურინ ქუეყანასა ზედა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 49-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. დაფარული მოსვლა და ცხადი სამსჯავრო:

...არ ეჩვენება, ასევე მანაც დასაწყისშივე არ ისურვა საკუთარი თავის ცხადად ჩვენება, არამედ ნელა და თანდათან. ამიტომ მისი ამ უხმაურო მოსვლის საჩვენებლად სწორედ ეს წინასწარმეტყველი შემდეგ ამბობს: „გარდამოჴდეს ვითარცა წჳმაჲ საწმისსა ზედა და ვითარცა ცუარი რა ცურინ ქუეყანასა ზედა“ (). რადგან არც ხმაურით მოსულა, არც შეძრწუნებით, არც დედამიწის შერყევით; არც ელვებს უშვებდა, არც ცას არყევდა, არც ანგელოზთა დასები მოჰყავდა, არც ცის სივრცეს შუაზე აპობდა და ასე ჩამოდიოდა ღრუბლებზე. არამედ უხმაუროდ, ქალწულის საშოდან, ცხრა თვის განმავლობაში მუცლად ტარებული, როგორც ხუროს ძე, ბაგაში იშვა; უბრალო სახვევებში გახვეულიც კი ბოროტი განზრახვის საგანი გახდა და დედასთან ერთად ეგვიპტეში გაიქცა. შემდეგ, როდესაც ამგვარი ურჯულოების ჩამდენი მოკვდა, მაშინ დაბრუნდა და გარეგნობით ერთ-ერთ მრავალთაგანივით დადიოდა; უბრალო სამოსელი ჰქონდა, კიდევ უფრო უბრალო ტრაპეზი, და გამუდმებით დადიოდა — იმდენად გამუდმებით, რომ სიარულისგან იღლებოდა კიდეც. მაგრამ მაშინ ასე აღარ მოვა, არამედ ისე ცხადად, რომ მისი მოსვლის წინასწარმაუწყებელიც აღარ...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 44-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. სახეობრივი იარაღი და ქრისტეს ძლევა:

...ლავ: „ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა და რაჲ მნებავს, რაჲთა აწვე აღეგზნეს!“ (). ეს კი, მის შესახებ საუბრისას, ამბობს, როგორ მოვა იგი: „გარდამოჴდეს ვითარცა წჳმაჲ საწმისსა ზედა და ვითარცა ცუარი რა ცურინ ქუეყანასა ზედა“ (). ამას იმიტომ ვამბობ, რომ გამოფხიზლებულნი იყოთ და, სიტყვებით გამოხატულ აზრს სიზუსტით ჩაწვდეთ, რათა თვითონვე გადაჭრათ ეს სიძნელე. რადგან ეს სახელები მისი მოქმედებების აღმნიშვნელია. ამრიგად, აქაც, როდესაც მოისმენ: „შეიბ მახჳლი შენი წელთა შენთა, ძლიერო“ (), მიიჩნიე, რომ ეს მისი მოქმედების სახელია; ასევე — მშვილდები და ისრებიც.

როგორც წერილი ამბობს, რომ ღმერთი მრისხანებს, არა იმიტომ, თითქოს მას ვნება მიაწეროს, არამედ ამ სიტყვით მის დამსჯელ მოქმედებას წარმოგვიდგენს და უფრო უხეშად მოაზროვნეებს სწვდება; ასევე, როცა იარაღს ახსენებს, ამასვე აცხადებს. რადგან ჩვენ დასჯას უშუალოდ კი არ ვახორციელებთ, არა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და განუტევა ერი იგი და აღვიდა იესუ ნავსა და მოვიდა საზღვართა მაგდალაჲსათა. და მოუჴდეს მას ფარისეველნი და სადუკეველნი, გამოსცდიდეს მას, რაჲთა სასწაული ზეცით უჩუენოს მათ. ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: შე-რაჲ-მწუხრდის, სთქუთ: ყუდრო იყოს, რამეთუ წითს ცაჲ; და განთიად სთქუთ: ზამთარი იყოს, რამეთუ კსინავს მწუხარედ ცაჲ. ორგულნო, პირი სამე ცისაჲ იცით ცნობად, ხოლო სასწაულნი ჟამთანი ვერ ძალ-გიც გულისჴმის-ყოფად. ნათესავი ბოროტი და მემრუ-შე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იონა წინაჲსწარმეტყუელისაჲ. და დაუტევნა იგინი და წარვიდა“ (15,39-16,4).:

...ა ვიჴსნნე კაცნი მძლავრებისაგან სიკუდილისა, და მას აღვასრულებ წინაჲსწარმეტყუელებასა, რომელ იტყჳს, ვითარმედ: „არა ჴდებოდის, არცა ღაღადებდეს, არცა ესმეს უბანთა ზედა ჴმაჲ მისი“. და კუალად სხუაჲ წინაჲსწარმეტყუელი ღაღადებს: „გარდამოჴდეს, ვითარცა წჳმაჲ საწმისსა ზედა“, რამეთუ მდუმრიად და სიმშჳდით მოსლვასა ჩემსა მოასწავებს.

ხოლო უკუეთუ ფარაოჲს ზედა და სხუათა მათ წარმართთა ზედა ქმნილთა მათ სასწაულთა იჴსენებთ და იტყჳთ, თუ რად არა ესევითარსა ვიქმ აწ, გულისჴმა-ყავთ, რამეთუ მაშინ ბრძოლისაგან ხილულთა მათ მტერთაჲსა ჯერ-იყო ჴსნაჲ ერისაჲ მის, და საჴმარ იყვნეს ესევითარნი იგი სასწაულნი, ხოლო აწ უხილავისა მის მძლავრისაგან მოსრულ ვარ ჴსნად კაცთა, და არა საჴმარ არს ესევითართა სასწაულთა საქმე. და კუალად ესეცა გულისჴმა-ყავთ: ვითარ გიჩუენნე უმრავლესნი სასწაულნი, რომელ-თა-ეგე აღსრულებულნი ესე არა გრწმანან? რომელნი, უკუეთუმცა არა ესრეთ უგულისჴმო იყვენით, ფრიად უზეშთაეს არიან პირველქმნილთასა. რამეთუ რაჲმცა ესწორებოდა სასწაული მიტევებასა ცოდვათასა და აღდგინებასა მკუდართასა და განსხმასა ეშმაკთასა და მიცემასა ნათლისასა შობითგან ბრმათა და სხჳსა ყოვლისავე სენისა და ცისად-ცისად გუემულებისა განკურნებასა? ესევითარი იყო...

სრულად ნახვა