პავლე მოციქულისა წიგნი კოლასელთა მიმართ
მოციქულისაჲ: პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა (1,1).
გუაკურთხენ, მამაო.
ვინაჲთგან მრავალთა მიერ იბრძოლებოდეს კოლასელნი — ჰურიათა მიერ ჰურიაებად, და წარმართთაგან — მრავალღმრთეებად, ვითარმედ ღმრთისავე თანა, დიდისა და მიუწდომელისა, ანგელოზთაჲცა ჯერ-არს ღმრთად აღსაარებაჲ და თაყუანისცემაჲ, რამეთუ იგინი არიან შუამდგომელ და მიმყვანებელ ჩუენდა ღმრთისა მიმართ; ამისთჳს მოციქული თავსავე ზედა ესრეთ იწყებს, ვითარმედ: მე, პავლე, არა ანგელოზთა...

