მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 1:2

1. პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა, და ტიმოთე ძმაჲ2. კოლასეს შინა წმიდათა და მორწმუნეთა ძმათა ქრისტე იესუჲს მიერ:3. მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა. ვჰმადლობ ღმერთსა და მამასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, მარადის თქუენთჳს ვილოცავთ.
კოლასელთა მიმართ თავი 1
2. კოლასეს შინა წმიდათა და მორწმუნეთა ძმათა ქრისტე იესუჲს მიერ:

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

მათეს სახარების განმარტება - თავი XXIV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
24:9-14 - მორწმუნეთა დევნა და სახარების ქადაგება:

.... საწამებელად (დასამოწმებლად) ანუ მათ სამხელად და ბრალის დასადებად, რომელთაც იგი არ ირწმუნეს, და მაშინ მოიწევა აღსასრული, ოღონდ არა სამყაროსი, არამედ იერუსალიმისა. სახარება, ვიდრე აღებამდე იერუსალიმისა, როგორც ამას პავლე მოციქული ამბობს, მართლაც იქნა ნაქადაგები ყოვლისა შორის დაბადებულისა ცისა ქუეშე (). ის, რომ ნათქვამი იერუსალიმის აღსასრულს ეხება, ცხადია მომდევნო სიტყვებიდანაც:.

24:15-20 - იერუსალიმის მოოხრება

15. რაჟამს იხილოთ საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ, თქუმული დანიელ წინაწარმეტყუელისა მიერ, მდგომარე ადგილსა წმიდასა, რომელი აღმოიკითხვიდეს, გულისჴმა-ყავნ. - საძაგელი მოოჴრებისაჲ სტელას უწოდა, რომელიც ქალაქის ამღებელმა ტაძრის იმ ადგილას აღამართვინა, სადაც შესვლა არ შეიძლებოდა. მოოჴრებისაჲ, - იმიტომ რომ ქალაქი განადგურდა, ხოლო საძაგელი კი იმიტომ, რომ ებრაელები, რომელთაც კერპთმსახურება სძულდათ, სტელებსა და ადამიანთა გამოსახულებებს საძაგელს უწოდებდნენ.

16-18. მაშინ რომელნი ჰურიასტანს იყვნენ, ივლტოდედ მთად. და რომელი ერდოსა ზედა იყოს, ნუ გარდამოვალნ აღებად რასმე სახლისაგან თჳსისა. და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ უკუნიქცევინ აღებად სამოსლისა თჳსისა. - მიანიშნებს რა საშინელ უბედურებათა გარდაუვალობაზე, უფალი მათ უ...

სრულად ნახვა
საუბარი 32. „და გამოუჩნდა უფალი აბრამს" (დაბ 12:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
9. განსაცდელთა სულგრძელად ატანის შეგონება:

...ის ასპარეზს გვთავაზობს, იმისთვის, რომ ჩვენც ყველაფერი ვქმნათ, რაც კი შეგვიძლია, და ამით მისი მოწყალე განგების ღირსნი გავხდეთ. ამის ცოდნით, ნუ დავუძლურდებით განსაცდელებში და ნუ ვიდრტვინებთ მწუხარებებში, პირიქით, გავიხაროთ კიდეც, ნეტარი პავლეს მსგავსად, რომელიც ამბობს: „აწ მიხარის ვნებათა მათ შინა თქუენთჳს" (). ხედავ მადლიერ სულს? თუ ის მწუხარებებში ხარობდა, მაშ, როდის შეეძლო მოწყენა? თუ ის, რაც სხვებს ადარდებს, მასში სიხარულს ბადებდა, მაშ, იფიქრე, რა მდგომარეობაში იყო მისი სული? და, რომ დარწმუნდე, რომ აღთქმული კეთილი სიკეთეების მიღება და ცათა სასუფეველის ღირსი გახდომა ვერ შეგვიძლია, თუ ამქვეყნიურ ცხოვრებას მწუხარებათა გზით არ გავივლით, ისმინე, რას ეუბნებიან მოციქულები ახალმოქცეულებს. „და განამტკიცებდეს, — ნათქვამია, — სულსა მოწაფეთასა და ჰლოცვიდეს მათ, რაჲთა მტკიცედ დგენ სარწმუნოებასა ზედა, და ვითარმედ: მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვაჲ სასუფეველსა ღმრთისასა" (საქმ 14:21–22). მაშ, რითი გავიმართლებთ თავს, თუ არ ვინდომებთ ყოველგვარ ჩვენს თავს დატეხილ უბედურებას სულგრძელად, მამაცურად და მადლიერად ატანას, როცა ვიცით, რომ ცხონების მიღება სხვაგვარად, ამ გზის გავლის გარეშე, შეუძლებელია? და რა არის ამაში უცნაური და ახალი, როცა ყვე...

სრულად ნახვა
თავი ა̂. მადლობაჲ შეწევნისათჳს ღმრთისა, რომლისათჳს იტყჳს მოსავ ყოფად, რაჲთა მისსა მიმართ დავდვათ სასოებაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ვითარცა-იგი ჰმატან ვნებანი ქრისტესნი ჩუენდა მომართ, ეგრეცა ქრისტეს მიერ ჰმატან ნუგეშინის-ცემანიცა ჩუენნი (1,5).:

...რომლისა თანა ჩუენ გუევნების. და ესე არს ძალი სიტყჳსაჲ ამის, ვითარმედ: "ჰმატან ვნებანი ქრისტესნი ჩუენდა მომართ", რამეთუ არა იგი ოდენ გუევნების, რაჲ-იგი ევნო ქრისტესა, არამედ ფრიად უმრავლესი. ვინაჲცა ამასვე პირსა სხუასაცა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: "აღვასრულებ დაკლებულთა მათ ჭირთა ქრისტესთა ჴორცითა ამით ჩემითა" (), რამეთუ თჳთ მებრვე ესე კმა არს ნაცვალად სხჳსა ყოვლისა ნუგეშინის-ცემისა, რაჟამს უწყოდინ, ვითარმედ მისვე თავადისა ქრისტესნი არიან ვნებანი ესე, რომელნი ამათ შეემთხუევიან, ხოლო ესე კუალად უმეტესი საზომი არს ქველისმოქმედებისაჲ, რაჟამს აღმატებასა თანა ჭირთასა აღმატებაჲ იქმნებოდის ნუგეშინის-ცემათაჲცა, და არა შესწორებული ოდენ ჭირთაჲ, არამედ ფრიად უმეტესიცა ნუგეშინის-ცემაჲ იხილვებოდის.

მოციქულისაჲ: რამეთუ გინათუ ვიჭირვით თქუენისათჳს ნუგეშინის-ცემისა და ცხორებისა, რომელი შეიქმნების მოთმინებითა მათვე ვნებათაჲთა (1,6).

თარგმანი: პირველად ნუგეშინის-ცემად ჭირთა შინა მოთმინებისა იტყჳს ზიარებასა ქრისტეს ვნებათასა და მის მიერ განმრავლებასა ნუგეშინის-ცემათასა, ხოლო აწ მეორედ სარგებელსა მოწაფეთასა, რამეთუ უკუეთუმცა უჭირველად ყოფისათჳს და რიდობისა ბრძოლათა და დევნულებათაჲსა დაედუმა მოციქულთა ქადაგებაჲ სახარებისაჲ, ესე საქმე წარწყმედა იყო მოწ...

სრულად ნახვა