მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 1:15

14. რომლისაგან მაქუს ჩუენ გამოჴსნაჲ და მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ,15. რომელი-იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ, პირმშოჲ ყოველთა დაბადებულთაჲ.16. რამეთუ მის მიერ დაებადა ყოველივე ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ხილულნი და არა-ხილულნი, ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი, გინა თუ ჴელმწიფებანი, - ყოველივე მის მიერ და მისა მიმართ დაებადა.
კოლასელთა მიმართ თავი 1
15. რომელი-იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ, პირმშოჲ ყოველთა დაბადებულთაჲ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე თჳსი პირმშოჲ, და უწოდა სახელი მისი იესუ“ (1,25).:

...ირმშოჲ“, ვითარმცა იტყოდა, თუ: ძე, რომელი დასაბამითგან ესევითარი არა შობილ იყო ქუეყანასა ზედა, არამედ აწ იშვა პირმშოჲ და მხოლოდშობილი.

ეგრეთვე პავლეცა მოციქულმან სახელ-სდვა უფალსა პირმშოდ მამისაგან შობითა მით დაუსაბამოჲთა, რამეთუ იტყჳს: „რომელი-იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ, პირმშოჲ ყოველთა დაბადებულთაჲ“; არამედ არა თუ ამით სიტყჳთა სხუასაცა ბუნებითსა ძმასა უფლისასა მოასწავებს. და კუალად იგივე პავლე იტყჳს უფლისათჳს: „რომელი-იგი არსო დასაბამი, პირმშოჲ მკუდრეთით“; არამედ არა თუ ეგრე გუასწავებს, თუ სხუაჲცა ვინ იპოა მსგავსად უფლისა შემმუსრველი ჯოჯოხეთისაჲ და მესამესა დღესა დიდებით აღდგომილი მკუდრეთით ძალითა მით ღმრთეებისაჲთა.

ამისთჳს უკუე ისმენდი მეცნიერებით და გრწმენინ ღმრთისმოყუარებით: პირმშო ეწოდა უფალსა მამისაგან, რამეთუ პირველ საუკუნეთა მხოლოჲ მხოლოდ მხოლოჲსაგან იშვა შობითა უცხოჲთა და მოუგონებელითა; პირმშო ეწოდა ქალწულისაგან, რამეთუ არასადა შობილ იყო კაცთა შორის დედაკაცისაგან უთესლოდ ყრმაჲ და შემდგომად შობისა დაეცვა დედაჲ ქალწულად; პირმშოჲ ეწოდა მკუდრეთით, რამეთუ მან ყო შემუსრვაჲ ჯოჯოხეთისაჲ და დაჰჴსნა ძალი სიკუდილისაჲ, რომელი ადამისითგან ვიდრე მისდამდე სუფევდა კაცთა ზედა. სამ...

სრულად ნახვა