მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 1:23

22. ხოლო აწ დაგიგნა გუამითა მით ჴორცთა მისთაჲთა სიკუდილისა მიერ და წარგადგინნა თქუენ წმიდად და უბიწოდ და უბრალოდ წინაშე მისსა,23. უკუეთუ ეგნეთ სარწმუნოებასა ზედა დაფუძნებულნი და დამტკიცებულნი და შეურყეველნი სასოებისა მისგან სახარებისა, რომლისაჲ გესმა, ქადაგებულისაჲ ყოვლისა შორის დაბადებულისა ცასა ქუეშე, რომლისა ვიქმენ მე, პავლე, მსახურ.24. აწ მიხარის ვნებათა მათ შინა თქუენთჳს და აღვასრულებ დაკლებულთა მათ ჭირთა ქრისტესთა ჴორცითა ჩემითა გუამისათჳს მისისა, რომელ არს ეკლესიაჲ,
კოლასელთა მიმართ თავი 1
23. უკუეთუ ეგნეთ სარწმუნოებასა ზედა დაფუძნებულნი და დამტკიცებულნი და შეურყეველნი სასოებისა მისგან სახარებისა, რომლისაჲ გესმა, ქადაგებულისაჲ ყოვლისა შორის დაბადებულისა ცასა ქუეშე, რომლისა ვიქმენ მე, პავლე, მსახურ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

მათეს სახარების განმარტება - თავი XXIV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
24:9-14 - მორწმუნეთა დევნა და სახარების ქადაგება:

.... საწამებელად (დასამოწმებლად) ანუ მათ სამხელად და ბრალის დასადებად, რომელთაც იგი არ ირწმუნეს, და მაშინ მოიწევა აღსასრული, ოღონდ არა სამყაროსი, არამედ იერუსალიმისა. სახარება, ვიდრე აღებამდე იერუსალიმისა, როგორც ამას პავლე მოციქული ამბობს, მართლაც იქნა ნაქადაგები ყოვლისა შორის დაბადებულისა ცისა ქუეშე (). ის, რომ ნათქვამი იერუსალიმის აღსასრულს ეხება, ცხადია მომდევნო სიტყვებიდანაც:.

24:15-20 - იერუსალიმის მოოხრება

15. რაჟამს იხილოთ საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ, თქუმული დანიელ წინაწარმეტყუელისა მიერ, მდგომარე ადგილსა წმიდასა, რომელი აღმოიკითხვიდეს, გულისჴმა-ყავნ. - საძაგელი მოოჴრებისაჲ სტელას უწოდა, რომელიც ქალაქის ამღებელმა ტაძრის იმ ადგილას აღამართვინა, სადაც შესვლა არ შეიძლებოდა. მოოჴრებისაჲ, - იმიტომ რომ ქალაქი განადგურდა, ხოლო საძაგელი კი იმიტომ, რომ ებრაელები, რომელთაც კერპთმსახურება სძულდათ, სტელებსა და ადამიანთა გამოსახულებებს საძაგელს უწოდებდნენ.

16-18. მაშინ რომელნი ჰურიასტანს იყვნენ, ივლტოდედ მთად. და რომელი ერდოსა ზედა იყოს, ნუ გარდამოვალნ აღებად რასმე სახლისაგან თჳსისა. და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ უკუნიქცევინ აღებად სამოსლისა თჳსისა. - მიანიშნებს რა საშინელ უბედურებათა გარდაუვალობაზე, უფალი მათ უ...

სრულად ნახვა