მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 1:18

17. და იგი თავადი არს ყოველთა წინა, და ყოველივე მის მიერ დამტკიცნა.18. და იგი არს თავი გუამისა მის ეკლესიისაჲ, რომელი არს დასაბამი, პირმშოჲ მკუდრეთით, რაჲთა იყოს იგი თავადი ყოველსა შინა მთავარ;19. რამეთუ მას შინა სათნო-იყო ყოველივე სავსებაჲ დამკჳდრებად
კოლასელთა მიმართ თავი 1
18. და იგი არს თავი გუამისა მის ეკლესიისაჲ, რომელი არს დასაბამი, პირმშოჲ მკუდრეთით, რაჲთა იყოს იგი თავადი ყოველსა შინა მთავარ;

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე თჳსი პირმშოჲ, და უწოდა სახელი მისი იესუ“ (1,25).:

...უსაბამოჲთა, რამეთუ იტყჳს: „რომელი-იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ, პირმშოჲ ყოველთა დაბადებულთაჲ“; არამედ არა თუ ამით სიტყჳთა სხუასაცა ბუნებითსა ძმასა უფლისასა მოასწავებს. და კუალად იგივე პავლე იტყჳს უფლისათჳს: „რომელი-იგი არსო დასაბამი, პირმშოჲ მკუდრეთით“; არამედ არა თუ ეგრე გუასწავებს, თუ სხუაჲცა ვინ იპოა მსგავსად უფლისა შემმუსრველი ჯოჯოხეთისაჲ და მესამესა დღესა დიდებით აღდგომილი მკუდრეთით ძალითა მით ღმრთეებისაჲთა.

ამისთჳს უკუე ისმენდი მეცნიერებით და გრწმენინ ღმრთისმოყუარებით: პირმშო ეწოდა უფალსა მამისაგან, რამეთუ პირველ საუკუნეთა მხოლოჲ მხოლოდ მხოლოჲსაგან იშვა შობითა უცხოჲთა და მოუგონებელითა; პირმშო ეწოდა ქალწულისაგან, რამეთუ არასადა შობილ იყო კაცთა შორის დედაკაცისაგან უთესლოდ ყრმაჲ და შემდგომად შობისა დაეცვა დედაჲ ქალწულად; პირმშოჲ ეწოდა მკუდრეთით, რამეთუ მან ყო შემუსრვაჲ ჯოჯოხეთისაჲ და დაჰჴსნა ძალი სიკუდილისაჲ, რომელი ადამისითგან ვიდრე მისდამდე სუფევდა კაცთა ზედა. სამკერძოვე პირმშო ეწოდა მეუფესა ჩუენსა ქრისტეს, რაჲთა იყოს იგი თავადი ყოველსა შინა მთავარ, და განჩინებულ იყოს დიდებაჲ მისი ყოველთა შორის.

და კუალად მეტყჳან ჩუენ წინააღმდგომნი, ვითარმედ: იყავნ, რაჲეგე სთქუ ესრეთ, ა...

სრულად ნახვა