...ოდნენ? განა ეს სიტყვები ციებ-ცხელებით, მოუსვენრობითა და აქეთ-იქით მიმოქანებით შეპყრობილი სულისა არ იყო, როცა ამბობდნენ: „მიქმენ ჩუენ ღმერთნი, რომელნი წინაგჳძღოდიან ჩუენ“; რადგან „კაცსა მას მოსეს, რომელმან გამომიყვანა ჩუენ ქუეყანით ეგჳპტით, არა ვიცით, რაჲ შეემთხჳა მას“ (). და ის სიტყვები განა სიბრძნისმოყვარე სულისა არ იყო, რომელიც ამქვეყნიური ვნებებისგან ამოისუნთქავდა, როცა შეჭირვებულებმა ისეთი ლოცვა აჩვენეს, რომ თვით ღმერთის შემწეობა მიიზიდეს? ხოლო თვით ეს წინასწარმეტყველი, როცა შვებაში იყო, როგორ შეიჭირვა ბოროტი სურვილით, როგორ იწროებოდა და იგლიჯებოდა? ხოლო როცა ჭირში აღმოჩნდა, იცით, როგორ აღმოჩნდა შვებაში: ვნების ცეცხლი მას არც კი ეხებოდა, არამედ მთელი ალი ჩაქრა. რადგან არაფერი ქმნის ისეთ ჭირს, როგორც სულის ალყაში მოქცევა ვნებებისგან. სხვა ჭირები გარედან გვეცემა, ესენი კი შიგნიდან აღმოცენდება, და სწორედ ეს არის ყველაზე დიდი ჭირი. თუნდაც ქვეყნიერება გვამწუხრებდეს, თუ ჩვენ საკუთარ თავს არ ვამწუხრებთ, საშინელი არაფერი გვექნება. მაშ, ჩვენზეა დამოკიდებული, შევიჭირვებით თუ არ შევიჭირვე...