მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსლვათა 32:25

24. და ვარქუ მათ: ვის აქუს ოქროჲ, გამოიღენ. და მომცეს მე და შევაბნიე ცეცხლსა და გამოჰჴდა ჴბო ესე.25. და ვითარცა იხილა მოსე ერი, რამეთუ განქარდეს და რამეთუ განაქარვა იგინი აჰრონ მოსაცხრომელად მტერთა მათთა.26. დადგა მოსე ბჭეთა თანა ბანაკისათა და თქუა: ვინ არს უფლისა კერძო, მოვედინ ჩემდა. და შეკრბეს მისა ყოველნი ძენი ლევისანი.
გამოსლვათა თავი 32
25. და ვითარცა იხილა მოსე ერი, რამეთუ განქარდეს და რამეთუ განაქარვა იგინი აჰრონ მოსაცხრომელად მტერთა მათთა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ესაიას განმარტება, თავი 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5.:

...დაემშვიდებინა და ასეთი კადნიერებიდან შიშსა და უკიდურეს შეძრწუნებამდე დაეყვანა. ეს წინასწარ დაინახა მოსემ და, როგორც კი ჩამოვიდა, ფიცრები შემუსრა და აარონს უთხრა: „რა გიყო შენ ამ ხალხმა, რომ იგი მტრების გასახარებლად აქციე?“ (; )4.

6.

ამასვე აკეთებს ეს წინასწარმეტყველიც, იმ წმინდა კაცს ორგვარი სახით ბაძავს. რადგან მაშინ მოსემ მხოლოდ ბრალი კი არ დასდო, არამედ თანამდარდელის სახეც მიიღო და იმ მხილებას სწორედ ამგვარად წარმოთქვამდა. ასევე ამ წინასწარმეტყველმაც ორივე მხრივ მიბაძა მას, როცა თქვა: „ერო ჩემო, მეხარკენი თქვენნი მოგკუფხლვენ თქვენ!“ (). რადგან მათაც ამხილა და ეს სიტყვები ისე თქვა, როგორც ხალხის თანამდარდელმა. „მეხარკეებში“ აქ, ერთი მხრივ, თითქოს მომთხოვნელებს გულისხმობს; მე კი ვფიქრობ, რომ მათ მძარცველებსა და ანგარებ...

სრულად ნახვა