მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსლვათა 32:21

20. და ჴბოჲ იგი, რომელ ქმნეს, დაწვა იგი ცეცხლითა, დამუსრნა წვლილად და შთააბნია იგი წყალსა და ასვა იგი ძეთა ისრაჱლისათა.21. და ჰრქუა მოსე აჰრონს: რაჲ გიყო ერმან ამან, რამეთუ მოაწიე მათ ზედა ცოდვაჲ დიდი.22. და ჰრქუა აჰრონ მოსეს: ნუ განრისხნები, უფალო, რამეთუ შენ უწყი სლვა ერისა ამის.
გამოსლვათა თავი 32
21. და ჰრქუა მოსე აჰრონს: რაჲ გიყო ერმან ამან, რამეთუ მოაწიე მათ ზედა ცოდვაჲ დიდი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ესაიას განმარტება, თავი 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5.:

...ო სიტყვები, რომ ამდენი ათასი, როგორც ერთი კაცი, დაემშვიდებინა და ასეთი კადნიერებიდან შიშსა და უკიდურეს შეძრწუნებამდე დაეყვანა. ეს წინასწარ დაინახა მოსემ და, როგორც კი ჩამოვიდა, ფიცრები შემუსრა და აარონს უთხრა: „რა გიყო შენ ამ ხალხმა, რომ იგი მტრების გასახარებლად აქციე?“ (; )4.

6.

ამასვე აკეთებს ეს წინასწარმეტყველიც, იმ წმინდა კაცს ორგვარი სახით ბაძავს. რადგან მაშინ მოსემ მხოლოდ ბრალი კი არ დასდო, არამედ თანამდარდელის სახეც მიიღო და იმ მხილებას სწორედ ამგვარად წარმოთქვამდა. ასევე ამ წინასწარმეტყველმაც ორივე მხრივ მიბაძა მას, როცა თქვა: „ერო ჩემო, მეხარკენი თქვენნი მოგკუფხლვენ თქვენ!“ (). რადგან მათაც ამხილა და ეს სიტყვები ისე თქვა, როგორც ხალხის თანამდარდელმა. „მეხარკეებში“ აქ, ერთი მხრივ, თითქოს მომთხოვნელებს გულისხმობს...

სრულად ნახვა