მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსლვათა 32:1

1. და ვითარცა იხილა ერმან მან, რამეთუ დაყოვნა მოსე გარდამოსლვად მიერ მთით, შეკრბა ერი იგი აჰრონის ზედა და ჰრქვეს მას: აღდეგ და მიქმენ ჩუენ ღმერთნი, რომელნი წინაგჳძღოდიან ჩუენ, რამეთუ კაცსა მას მოსეს, რომელმან გამომიყვანა ჩუენ ქუეყანით ეგჳპტით, არა ვიცით, რაჲ შეემთხჳა მას.2. და ჰრქუა მათ აჰრონ: გამოუღეთ საყურები ოქროჲსა ყურთაგან ცოლთა თქუენთა და ასულთაგან თქუენთა და მომართვით აქა.
გამოსლვათა თავი 32
1. და ვითარცა იხილა ერმან მან, რამეთუ დაყოვნა მოსე გარდამოსლვად მიერ მთით, შეკრბა ერი იგი აჰრონის ზედა და ჰრქვეს მას: აღდეგ და მიქმენ ჩუენ ღმერთნი, რომელნი წინაგჳძღოდიან ჩუენ, რამეთუ კაცსა მას მოსეს, რომელმან გამომიყვანა ჩუენ ქუეყანით ეგჳპტით, არა ვიცით, რაჲ შეემთხჳა მას.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 4-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ლოცვის წესი და ჭირში განვრცობა:

...ოდნენ? განა ეს სიტყვები ციებ-ცხელებით, მოუსვენრობითა და აქეთ-იქით მიმოქანებით შეპყრობილი სულისა არ იყო, როცა ამბობდნენ: „მიქმენ ჩუენ ღმერთნი, რომელნი წინაგჳძღოდიან ჩუენ“; რადგან „კაცსა მას მოსეს, რომელმან გამომიყვანა ჩუენ ქუეყანით ეგჳპტით, არა ვიცით, რაჲ შეემთხჳა მას“ (). და ის სიტყვები განა სიბრძნისმოყვარე სულისა არ იყო, რომელიც ამქვეყნიური ვნებებისგან ამოისუნთქავდა, როცა შეჭირვებულებმა ისეთი ლოცვა აჩვენეს, რომ თვით ღმერთის შემწეობა მიიზიდეს? ხოლო თვით ეს წინასწარმეტყველი, როცა შვებაში იყო, როგორ შეიჭირვა ბოროტი სურვილით, როგორ იწროებოდა და იგლიჯებოდა? ხოლო როცა ჭირში აღმოჩნდა, იცით, როგორ აღმოჩნდა შვებაში: ვნების ცეცხლი მას არც კი ეხებოდა, არამედ მთელი ალი ჩაქრა. რადგან არაფერი ქმნის ისეთ ჭირს, როგორც სულის ალყაში მოქცევა ვნებებისგან. სხვა ჭირები გარედან გვეცემა, ესენი კი შიგნიდან აღმოცენდება, და სწორედ ეს არის ყველაზე დიდი ჭირი. თუნდაც ქვეყნიერება გვამწუხრებდეს, თუ ჩვენ საკუთარ თავს არ ვამწუხრებთ, საშინელი არაფერი გვექნება. მაშ, ჩვენზეა დამოკიდებული, შევიჭირვებით თუ არ შევიჭირვე...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ II ეპისტოლე — ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. მოციქულთა უძლურება და მადლის ნუგეში:

...ის ნუგეში

რამეთუ ღმერთი ბევრ რამეს უშვებდა, რათა გამოჩენილიყო ადამიანური ბუნების უძლურება. თუ ამ ყოველივეს შემდეგაც კი უგრძნობელი იუდეველები ამბობდნენ: „კაცსა მას მოსეს, რომელმან გამომიყვანა ჩუენ ქუეყანით ეგჳპტით, არა ვიცით, რაჲ შეემთხჳა მას“ (), თუნდაც მას ისინი აღთქმის ქვეყანაში შეეყვანა, რაღას აღარ ჩაიდენდნენ? ღმერთს რომ არ დაეშვა, ფარაონის შიშს მასზე ძალა ჰქონოდა, განა ღმერთად არ ჩათვლიდნენ მას? ასევე ვხედავთ ლისტრაში მცხოვრებლებსაც, როგორ დაემართათ ეს პავლესა და ბარნაბას მიმართ და ორივე ღმერთებად ჩათვალეს, როცა პავლემ და ბარნაბამ ტანისამოსი შემოიხიეს, ხალხში შეცვივდნენ და ყვირილით ამბობდნენ: „კაცნო, რასა იქმთ ამას?“ (). „რამეთუ ჩუენცა კაცნივე ვართ მსგავსნი თქუენნი“ (). და კვლავ, როცა პეტრემ დაბადებიდან კოჭლი განკურნა და ყველა მომხდარით გაკვირდა, მან პასუხად თქვა: **„კაცნო ისრაიტელნო, რ...

სრულად ნახვა