მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსლვათა 32:10

9. და ჰრქუა უფალმან მოსეს: ვიხილე ერი იგი, აჰა, ერი ქედფიცხელი არს.10. და აწ მიტევე მე და განვრისხნე გულისწყრომითა დიდითა. და აღვჴოცნე იგინი და გყო შენ ნათესავად დიდად.11. და ევედრა მოსე უფალსა ღმერთსა და ჰრქუა: რაჲსათჳს განრისხნები ერსა შენსა ზედა გულისწყრომითა შენითა, რომელი აღმოიყვანე ქუეყანით ეგჳპტით ძალითა დიდითა და მკლავითა მაღლითა?
გამოსლვათა თავი 32
10. და აწ მიტევე მე და განვრისხნე გულისწყრომითა დიდითა. და აღვჴოცნე იგინი და გყო შენ ნათესავად დიდად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 29. "და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა" (დაბ 9:20-21)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. წერილის კითხვის სულიერი სარგებელი:

...); მოისმენს ასევე, რომ უნეტარესი მოსეც ამბობს: «უკუეთუ არა, აღმჴოცე მეცა წიგნსა მისგან, რომელსა დამწერე» (); იგივე, როცა ღმერთმა აღუთქვა, მრავალრიცხოვანი ხალხის ბელადად გახდომა და უთხრა: «და აწ მიტევე მე... და აღვჴოცნე იგინი და გყო შენ ნათესავად დიდად» (), არც ამას დაეთანხმა, არამედ ისურვა ებრაელთა წინამძღოლი დარჩენილიყო. და ქვეყნიერების მოძღვარი, ნეტარი პავლე, ამბობს: «რამეთუ ვილოცევდ მე შეჩუენებულ-ყოფად თავსა ჩემსა ქრისტესგან ძმათა ჩემთათჳს და ნათესავთა ჩემთა ჴორციელად» ().

3. ნოეს სიმთვრალე და ღვინის წარმოშობა (9:20-21)

ხედავთ, როგორ იჩენდა თითოეული მართალი ახლობლების მიმართ დიდ თანალმობას? წარმოიდგინეთ ამ მართლის (ნოეს) მდგომარეობა და განსაჯეთ, რამდენს უნდა ეტანჯა და ემწუხარა, ესოდენ საზარელ უდაბნოს რომ ხედავდა, ხედავდა, რომ იგივე მიწა, რომელიც ადრე ამდენი მცენარით იყო დაფარული და ყვავილებით შემკული, უეცრად თითქოს გადაპარსული იყო და შიშველი და უდაბური გახდა. ამრიგად, როცა მას დიდი მწუხარება ამძიმებდა, ოდნავ მაინც ნუგეშისცემის სურვილით მიწათმოქმედებას მიმართავს, როგორც წერილიც ამბობს: **«და იწყო ნოე, კაცმან საქმედ ქუეყანისა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „იოვანე წამა მისთჳს, ღაღად-ყო და თქუა: ესე არს, რომლისათჳს ვთქუ: რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უწინარეს ჩემსა იყო, რამეთუ პირველ ჩემსა არს“ (1,15).:

...გარნა დაღაცათუ ესრეთ არს, დაშრომაჲ ჩუენი არა უსასყიდლო არს. არამედ ჩუენ რაჟამს ვიხილოთ, ვითარმედ საქმე თქუენი არა წარემართების, სულთ-ვითქუამთ, ვითარცა იგინივე მუშაკნი, რამეთუ ესე არს მოწყალებაჲ მოძღურისა და მამისაჲ; რამეთუ მოსესცა ჰრქუა ღმერთმან, ვითარმედ: „აღვჰჴოცო ერი ესე და გყო შენ ნათესავად დიდად“, ხოლო მან ნეტარმან არა თავს-იდვა, არამედ აღირჩია წარწყმედაჲ მათ თანა, ანუ ცხორებაჲ მათ თანა, რომელნი ერთგზის მიეცნეს მას. ესევითარი ჯერ-არს, რაჲთა იყოს წინამძღუარი სულთაჲ. ხოლო ამას ვიტყჳ ყოველსა, რაჲთა განვეკრძალნეთ კეთილისა საქმესა ქმნად, რაჲთა ესრეთ შეუძლოთ სიღრმესა მასცა გულისხმის-ყოფისასა მიწდომად, რამეთუ ვნებანი დააბნელებენ თუალთა სულისათა და გონებასა შეაშფოთებენ. ხოლო ისმინეთ, რაჲ-ესე დღეს აღმოვიკითხეთ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იოვანე წამა მისთჳს, ღაღად-ყო და თქუა: ესე არს, რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, ჩემსა უწინარეს იყო, რამეთუ პირველ ჩემსა არს“ (1,15).

თ ა რ გ მ ა ნ ი: მრავალგზის აჴსენებს ესე მახარებელი იოვანეს და მისსა მას წამებასა, ხოლო ამას არა ცუდად იქმს, არამედ ფრიადითა სიბრძნითა, რამეთუ ვინაჲთგან დიდად აქუნდა საკჳრველებაჲ მისი ყოველ-თა ჰურიათა, და იოსიპოსცა იტყჳს, ვითარმედ მისსა აღსასრულსა ზედა იქმნა ბრძოლაჲ იგი...

სრულად ნახვა