...შმაკისათა სიკუდილი სოფელსა შემოჴდა"** (). ხედავ, საყვარელო, როგორ მოვიდა სიკვდილი თავიდანვე თავშეუკავებლობისგანგან? ნახე, როგორ საღვთო წერილიც შემდგომში მუდმივად გმობს მეინახეობას და ამბობს – ერთგან: „და დასხდა ერი იგი ჭამად და სუმად და აღდგეს სიმღერად" (), ხოლო სხვაგან: „ჭამა... განძღა და შეჰზრიობდა საყუარელი იგი, განსუქნა, განსხუა, განიშუა... და განუდგა" (). სოდომის მცხოვრებლებმაც ამით, სხვა დანაშაულთა გარდა, ღვთის შეუწყნარებელი რისხვა დაიმსახურეს. მოისმინე, რას ამბობს წინასწარმეტყველი: „ესე უსჯულოებაჲ სოდომისა... სისავსითა პურისაჲთა... ნუკვეულობდა" (). ეს მანკიერება თითქოს ყველა ბოროტების წყარო და ფესვია.
3. მარხვის მაგალითები საღვთო წერილში
ხედავ თავშეუკავებლობის ზიანს? ახლა მარხვის კეთილმყოფელ ნაყოფს შეხედე. ორმოცი დღე მარხვაში გაატარა რა, დიდი მოსე ღირსი შეიქნა სჯულის ფიცართა მიღებისა; ხოლო როდესაც მთიდან ჩამოვიდა და ხალხის ურჯულოება დაინახა, ასეთი შრომით მიღებული ფიცრები გადააგდო და დაამსხვრია, რადგან შეუფერებლად მიიჩნია უფლის მცნებათა გადაცემა ლოთობასა...