მოციქულისაჲ: აწ იხილეთ, რავდენი წიგნები მივწერე თქუენდა ჴელითა ჩემითა (6,11).
თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: იხილეთ, რაბამითა წერილითა მივწერე თქუენდა ჴელითა ჩემითა; რამეთუ სხუანი ებისტოლენი თჳთ გარდაცემით და სხჳსა ჴელითა, ხოლო ესე ებისტოლე ყოველი სრულიად თჳსითა ჴელითა მიწერა, რაჲთა უმტკიცეს ყოს დაჴსნაჲ იჭჳსაჲ, ვითარმედ არა ქადაგებს იგი წინადაცუეთასა ცილისწამებისაებრ წინააღმდგომთაჲსა, ხოლო რაბამობასა წერილისასა არათუ სიმრავლისათჳს იტყჳს სიტყუათაჲსა, არამედ, ვითარ-ესე მე ვჰგონებ, ესრეთ...

















