1. სულიერი საუნჯე მოკლე სიტყვებში
ვინაიდან თქვენ გუშინ ჩვენი სიტყვები დიდი მოშურნეობით მოისმინეთ, დღესაც, საყვარელნო, ახლად წაკითხულს შემოგთავაზებთ, წინასწარ გთხოვთ, ყურადღებით მოუსმინოთ ნათქვამსა და უწინდელიც გონებაში შეინახოთ, რათა ეს შრომა ამაოდ და უსარგებლოდ არ გამოგვდიოდეს. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ თქვენ ზუსტად შეიცნოთ წერილის ძალა და ამგვარად არა მხოლოდ თავად გაიგოთ, არამედ სხვებსაც ასწავლოთ, რომ შეძლოთ, ნეტარი პავლეს სიტყვით, „ნუგეშინის-სცემდით ურთიერთას და აღაშენებდით ურთიერთსა"...







