მოციქულისაჲ: და თქუენ ოდესმე იყვენით უცხო-ქმნულ და მტერ გონებითა თქუენითა საქმეთა მათ შინა ბოროტთა; ხოლო აწ დაგიგნა გუამითა მით ჴორცთა მისთაჲთა სიკუდილისა მიერ, და წარგადგინნა თქუენ წმიდად და უბიწოდ და უბრალოდ წინაშე მისსა (1,21-22).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო მტერისა მიერითა მძლავრებითა, არამედ თჳთ ნებსითითაცა აღრჩევითა და ბოროტთა საქმეთა მიდევნებითა უცხო ქმნილ და მტერ ღმრთისა ვიყვენით კაცნი, და ამისთჳს — არა ღირს წყალობისა და დაგებისა, რამეთუ არა ხოლო ბოროტითა ნებითა,...














