მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

განმარტებები

მოიძებნა 2298 განმარტება

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვამდე ბაბილოვნელთაგან ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნელთაგან ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ“ (1,17).

სამად განყვნა ყოველნივე იგი ზემოწერილნი ნათესავნი, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ თითოფერითა მით შეცვალებითა მოქალაქობათა და ნა-თესავთაჲთა არა შეიცვალა უკეთურებაჲ ჰურიათაჲ; არამედ გინა თუ მსაჯულნი დაუდგინნა ღმერთმან, გინა თუ მეფენი, გინა თუ მღდელნი, გინა თუ...

სარჩევი
კოლასელთა მიმართ თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

პავლესი: პირმშოჲ მკუდრეთით (1,18).

თარგმანი: რამეთუ იგი იქმნა დასაბამ მკუდრეთით აღდგომისა.

პავლესი: ამას შინა სათნო-იყო ყოველივე სავსება დამკჳდრებად (1,19).

თარგმანი: სავსებად ეკლესიასა იტყჳს, ვითარცა აღვსებულსა საღმრთოჲთა მადლითა. და მისთჳს იტყჳს, ვითარმედ სათნო-იყო ღმერთმან, რაჲთა დაემკჳდროს ქრისტე მას შინა, ესე იგი არს, რაჲთა მას შეერთოს და მისსა საფარველსა ქუეშე იყოს და ბრძანებათა შეუდგეს.

პავლესი: და მის მიერ დაგებად ყოველი მისა მიმართ (1,20).

თარგმანი: რაჲთა ქრისტეს მიერ...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ღმერთი არავინ სადა იხილა, გარნა მხოლოდშობილმან ძემან, რომელი არს წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა“ (1,18).

სახელთა და სიტყუათა, რომელნი წერილთა შინა არიან, არა ჰნებავს ღმერთსა, რაჲთა გარეწარად და ლიტონად ვისმენდეთ, არამედ ფრიადითა გულისხმის-ყოფითა. ამისთჳსცა ნეტარი დავით მრავალთა ზედა თჳსთა ფსალმუნთა დასწერს, ვითარმედ: „გულისხმის-საყოფელად“, და იტყჳს: „განანათლენ თუალნი ჩემნი, და ვხედვიდე მე საკჳრველებათა სჯულისა შენისათა“.

მოციქულისაჲ: აწ უკუე, ძმანო ჩემნო საყუარელნო, იყავნ ყოველი კაცი მოსწრაფე სმენად, მძიმე სიტყუად, მძიმე გულისწყრომად, რამეთუ გულისწყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაჲ არა ქმნის (1,19-20).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ ვინაჲთგან მთავრად ყოველთა დაბადებულთა შექმნულ ვართ ღმრთისა მიერ, იმისთჳს ნუ დავემონებით ხრწნილებასა ცოდვისასა, რომელი-იგი გარეშე არს და უცხოჲ ბუნებისაგან ჩუენისა, არამედ მარადის მოსწრაფე ვიყვნეთ სმენად და სწავლად ყოვლისა კეთილისა, ხოლო მძიმე — სიტყუად; რამეთუ საცთურმან არს...

სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ესე არს წამებაჲ იოვანესი, ოდეს მიავლინნეს ჰურიათა იერუსალჱმით მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთა ჰკითხონ მას, ვითარმედ: შენ ვინ ხარ?“ (1,19).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ბოროტ არს შური, საყუარელნო, ბოროტ არს მოშურნეთათჳს და არა რომელთა ეშურებოდიან. და პირველად მათ ავნებს, ვითარცა გესლი სასიკუდინე, სულთა შორის მათთა დამკჳდრებული, და უკუეთუ სადა რომელთა მიმართ იყოს შური, მათცა ავნოს მცირე ვნებაჲ და არარაჲ, და უმეტესი არნ სარგებელი სავნებელისაჲ. ხოლო ესე ყოველი ვთქუ შურისა მისთჳს...

სარჩევი

1. სულიერი ჭრილობების კურნება და საცდურის თავიდან აცილება

გუშინ საკმარისად ვამხილეთ ცხენთა ასპარეზობებზე დამსწრენი, ვაჩვენეთ მათ დიდი ზიანი, რაც მათ მიადგათ, როცა მარხვით შეგროვებული სულიერი სიმდიდრე ერთბაშად გაანიავეს და დიდი სიუხვიდან მოულოდნელად უკიდურეს სიღარიბეში ჩაიგდეს თავი. დღეს კი უფრო მსუბუქი კურნების საშუალებას გამოვიყენებთ და სულიერ ჭრილობებს ისე შევუხვევთ, თითქოს ჩვენივე სხეულის ნაწილები იყოს: ხომ გუშინაც უფრო მკვეთრ წამლებს იმიტომ კი არ ვხმარობდით, რომ მხოლოდ დავამწუხროთ ისინი...

მოციქულისაჲ: ხოლო თქუენ, საყუარელნო, წმიდასა მას სარწმუნოებასა თქუენსა ზედა აღაშენებდით თავთა თქუენთა; სულითა წმიდითა ილოცევდით. თავნი თქუენნი სიყუარულითა ღმრთისაჲთა დაიცვენით და მოელოდეთ წყალობასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა ცხორებად (1,20-21).

თარგმანი: საფუძველსა მას ზედა სარწმუნოებისასა კეთილთა საქმეთა მიერ ჯერ-არს დაშენებაჲ ჩუენი ხუროთმოძღურებითა სულისა წმიდისაჲთა და სუეტთა მიერ ლოცვისათა განმტკიცებად ნაშენებსა მას ჩუენსა. ხოლო სიყუარული სართულ ყოფად სულიერისა მის სახლისა ჩუენისა და...